"ჩემი გამომწერების 40% რუსია... მზად ვარ, დავკარგო ყველა რუსი გამომწერი" - რას წერს ქართველი "ინფლუენსერი" 4 მილიონიანი გამომწერით - მშობლები

"ჩემი გამომწერების 40% რუსია... მზად ვარ, დავკარგო ყველა რუსი გამომწერი" - რას წერს ქართველი "ინფლუენსერი" 4 მილიონიანი გამომწერით

2024-05-04 10:32:49+04:00

ცნობილი ბათუმელი ინფლუენსერიმარიამ შუკაკიძესოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე აქციებს ეხმაურება. როგორც მარიამი წერს, ჯერ კიდევ წლების წინ, როდესაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება“ მოვიდა, იტირა, თუმცა მაინც ფიქრობდა, რომ ქვეყანაში ახალი ძალის მოსვლა გაამართლებდა.

მალე იმედი გაუცრუვდა. მარიამს ინსტაგრამზე 4.4 მილიონი გამომწერი ჰყავს, აქედან მისი თქმით, 40% რუსები. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ეს ციფრი მნიშვნელოვანია, მზად არის ყველა რუსი გამომწერი დაკარგოს, რადგან მიაჩნია, რომ საქართველოს გზა ევროპაშია.

მარიამ შუკაკიძე:

- ვიცი, რომ ელოდებოდით ჩემს კომენტარს. ისიც ვიცი, რომ გაგიკვირდებათ, რასაც ახლა ვიტყვი.

სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. იმდენად არ მინდოდა მათი მოსვლა, ცხარე ცრემლებით ვიტირე, მაგრამ იმის იმედი მქონდა, რომ გაამართლებდნენ. მაგრამ ყოველწლიურად იმედი მიცრუვდებოდა. განაგრძეთ კითხვა