ლელა კილაძე მეხუთე შვილს ელოდება - რა ფოტოს აქვეყნებს "ინსტაგრამზე" და რა არის ცნობილი მისი ახალი სიყვარულის შესახებ? - მშობლები

ლელა კილაძე მეხუთე შვილს ელოდება - რა ფოტოს აქვეყნებს "ინსტაგრამზე" და რა არის ცნობილი მისი ახალი სიყვარულის შესახებ?

2024-05-08 11:17:44+04:00

ლელა კილაძემეხუთე შვილს ელოდება. ფოტო, სადაც ჩანს, რომ ქალი რამდენიმე თვის ორსულია ინსტაგრამის სთორიში, კილაძის დეიდაშვილმა მარი გოშხეთელიანმა გამოაქვეყნა. ცნობილ სახეს ახლახან შეუსრულდა 41 წელი. იუბილე გამორჩეული წვეულებით აღნიშნა, რომელსაც ლელას სამი ყოფილი ქმარი და ახლანდელი შეყვარებული ესწრებოდნენ.

ლელა კილაძეს ოთხი ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს. ქალი პირველად მაშინ გახდა პოპულარული, როდესაც მაშინდელ თბილისის მერზე გიგი უგულავაზე იქორწინა. ლელასთვის ეს მესამე ქორწინება იყო. უგულავას დაპატიმრებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ ლელა მასაც დაშორდა და ამჯერად გუკა რჩეულიშვილზე იქორწინა. განაგრძეთ კითხვა