უმრავლესობას ვეღარც იცნობთ - როგორ გამოიყურებიან ახლა მსოფლიოს ულამაზესი ბავშვები - მშობლები

უმრავლესობას ვეღარც იცნობთ - როგორ გამოიყურებიან ახლა მსოფლიოს ულამაზესი ბავშვები

2024-05-08 12:28:06+04:00

ეს ის პატარა მოდელები არიან, რომლებსაც მსოფლიოს ულამაზეს ბავშვებად მოიხსენიებდნენ წლების წინ. უმრავლესობამ განაგრძო სამოდელო საქმიანობა და კვლავინდებურად მშვენიერია, თუმცა ზოგიერთ მათგანს ყოფილი თაყვანისმცემლები ვეღარც სცნობენ ახალ ფოტოებში.

მაკენზო ფოი

მაკენზი ფოი არა მხოლოდ მოდელია, რომელიც მისი ბავშვობის დროინდელი ეფექტური ფოტოსესიებით დაამახსოვრდა საზოგადოებას. 4 წლის ბავშვს თვით Ralph Lauren-ი და Guess Kids-ი უფორმებდნენ კონტრაქტებს. გარდა ამისა, კინოს სფეროშიც საკმაოდ წარმატებით ვითარდებოდა მისი კარიერა - "ინტერსტელარი", "მაკნატუნა და ოთხი სამეფო", "ბინდის" ბოლო საგა და ა.შ.

unnamed-1715158086.jpg

დღესდღეობით მაკენზი სამოდელო კარიერას აწყობს, წამყვან ჩვენებებზე გამოდის და კინოშიც კვლავ მონაწილეობს.

mak-1715158153.jpg

841053-1715158202.jpg

ტილან ბლონდო

ფრანგი მოდელი და მსახიობი ტილან ბლონდო ახლა 23 წლისაა. გოგონა კვლავაც მსოფლიოს ულამაზესი ადამიანების სიაშია, მისი დებიუტი კი ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში შედგა Jean Paul Gaultier-ს ჩვენებაში და მალევე დაასახელეს მსოფლიოს ულამაზეს ბავშვებს შორის.

3-1715158323.jpgsy2j-lhoy9q-1715158324.jpg612x600-1-66b365e5c21d07cc2354022d9f33ba641080x1059-0xac120004-2061751471679831983-1715158323.jpeg

შემდეგ სკანდალიც დაუკავშირდა მის სახელს, როცა დედამისი დათანხმდა და ჟურნალ "ვოგის" საკმაოდ პროვოკაციულ ფოტოსესიაში მიაღებინა მონაწილეობა. არასრულწლოვანის ამგვარად "გამოჭენება" ბავშვების უფლებათა დამცველებმა სასტიკად გააპროტესტეს არასასიამოვნოდაც. ჟურნალს პასუხი აგებინეს, ფოტოსესიის ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი კი საერთოდაც დაითხოვეს სამსახურიდან. თუმცა ტილანის კარიერას ამან ვერაფერი ავნო, პირიქით, უფრო პოპულარული გახდა.

4-1715158455.jpg

მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. ტილანი, რომელსაც მომავლის ყველაზე პერსპექტიულ მოდელს, ახალ კეიტ მოსს უწოდებენ.

1-1715158323.jpg

ლანეია გრეისი

ლანეია გრეისმა სამოდელო კარიერა ძალიან ადრე დაიწყო - 3 წლისამ. ფოტოგრაფებმა მაშინვე დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს და მალე მსოფლიოს ულამაზეს ბავშვებს შორისაც დასახელდა. ხშირად ადარებდნენ სინდი კროუფორდს, თუმცა თავად ამბობდა, რომ არ სურდა, ვინმეს მსგავსებოდა, სურდა ყოფილიყო ის, ვინც იყო.

scale-1200-1715158679.png

1011-1715158767.jpg

ახლა 18 წლისაა, საკმაოდ მსხვილ სამოდელო კომპანიებთან მუშაობს და ცნობილი მუსიკოსების კლიპებშიც გამოჩნდა.

lan-1715158679.jpg

1565796278126310799-1715158815.jpg

კრისტინა პიმენოვა

კრისტინა პიმენოვა 2014 წელს გახდა ცნობილი, როცა ტილან ბლონდო, რომელიც ადრე სამყაროს ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულს ფლობდა, გაიზარდა და საბავშვო კატეგორიაში აღარ შედიოდა. თუმცა, ადგილი ცარიელი არ დარჩა და მის ნაცვლად აღიარება კრისტინამ მოიპოვა.

პიმენოვა რუსეთში დაიბადა, თუმცა 10 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. მამამისი ყოფილი ფეხბურთელია, დედა კი განათლებით ეკონომისტია, თუმცა ახლა მოდელი შვილის მენეჯერად მუშაობს.

20200225140519-1715158886.jpg

როდესაც გოგონა ძალიან პოპულარული გახდა, ბევრი საუბრობდა, რომ დედა მას შემოსავლის წყაროდ იყენებდა. თითქოს დედამისი, გლიკერია, თავად იყო ახალგაზრდობაში მოდელი, თუმცა მისი კარიერა არ შედგა და ახლა საკუთარ ვერასრულებულ ოცნებას შვილის მეშვეობით იხდენს. ზოგიერთი ფოტოს გამო მშობლებს ბრალიც კი დასდეს, რომ ბავშვს აიძულებდნენ, როგორც დიდი, ისე მოქცეულიყო. კრისტინას დედა ირწმუნებოდა, რომ სამოდელო ბიზნესში, განსაკუთრებით კი უცხოელი ფოტოგრაფებისთვის, ბავშვისთვის მაკიაჟის გაკეთება ჩვეულებრივი ამბავია და თუ ვინმე პატარა გოგონას მოკლე შორტით ვულგარულად აღიქვამს, ეს მისი პრობლემაა.

modelibavshvi1-1715158886.jpg

პიმენოვამ ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულის მოპოვება არა მხოლოდ საკუთარი სილამაზით, არამედ საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებითაც შეძლო. ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში კამერების წინ თავს შესანიშნავად გრძნობდა. არ მორცხვობდა და თავისუფალი იყო, რაც სამოდელო ბიზნესში ბრენდებს ძალიან სჭირდებათ. 10 წლის ასაკში მან სამოდელო სააგენტოებთან 2 კონტრაქტი გააფორმა.

5fca3ac730792-1715158998.jpg

ახლა კრისტინა 19 წლისაა და სამოდელო საქმიანობაში დგამს კვლავ ნაბიჯებს.

scale-1200-1715158887.jpgkristina-pimenova-2023-04-14-v0-77gog9zv06ua1-1715158886.jpg

20200225140746-1715159207.jpg

მაიკა ვულარდი

ცნობილი ავსტრალიელი მოდელი ავსტრალიაში კვლავ ყველაზე პოპულარულ მოზარდ მოდელად მიიჩნევა. 3 წლიდან მიეჩვია გადასაღებ მოედნებს და ფოტოსესიებს. მის პროფესიულ პორტფოლიოში ცნობილი და გავლენიანი ბრენდებია.

a4h2gmzc8sm-1715159208.jpg

დღეს 20 წლისაა და გარდა მოდელობისა, კინოშიც ცდის ძალებს.

16064973-1715159207.jpg48cccfec8143315e464057711a339fde-1715159207.jpg