"მიყვარხარ, ამალა"  - გურამ გვასალიას ახალი ფოტოები და სასიყვარულო მესიჯი - მშობლები

"მიყვარხარ, ამალა"  - გურამ გვასალიას ახალი ფოტოები და სასიყვარულო მესიჯი

2024-05-13 08:53:06+04:00

ცნობილი ქართველი დიზაინერი გურამ გვასალია და პოპვარსკვლავი Doja Cat, ვარსკვლავების საზოგადოებაში კანიეი უესტისა და ბიანკა ცენზორის სტილში რამდენჯერმე გამოჩნდნენ. ამჯერად გურამ გვასალია ახალ ფოტოს აქვეყნებს და სასიყვარულო გზავნილით: "მიყვარხარ, ამალა".

aaa-1715578714.jpgac-1715578714.jpg

წყვილი რამდენიმე დღის წინ ნიო იორკში, თაიმს სქვერზე გამოჩნდა დაცვის თანხლებით. მაკდონალდსში წაიხემეს და შემდეგ შოპინგიც მოაწყვეს. ყველაზე მეტად მათმა ჩაცმულობამ მიიპყრო ყურადღება. Vetements-ის კრეატიული დირექტორი გურამი საყვარელ დიდი ზომის სამოსში იყო გამოწყობილი, სკანდალური ჩაცმის მოყვარულ დოჯას კი პოლიეთილენის პარკის მიკრო-ქვედაბოლო და ბანდო "ეცვა". "ახალი კანიე და ბიანკა?" - წერდნენ კომენტარებში, რადგან ძალიან ჰგავდა ეს გამოსვლა კანიე უესტისა და ბიანკა ცენზორის გამოსვლას.

მოგვიანებით გურამი კვლავ უშველებელი სამოსით, ხოლო დოჯა ტანზე ზეწარშემოხვეული იხილა საზოგადოებამ. წყვილმა ნიუ-იორკში გაისეირნა, მერე კი "კარტიეს" მაღაზიაში გვასალიამ ქალს ბეჭედი უყიდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს კი მიაწერა: "ჩემი ალმასი" და რომანტიკული ფოტოებიც დაურთო.

snapinsta-1714974639.app_441574610_418565171037640_6628340953821657354_n_1080.jpgsnapinsta-1714974638.app_441308952_972962717422953_4414089501921909457_n_1080.jpgguram-1714974489.png

გურამ გვასალიამ ცნობილ მომღერალს ბეჭედი უყიდა - წყვილის მორიგი სკანდალური გამოსვლა
გურამ გვასალია სკანდალურ მომღერალთან პაემანზე და აჟიოტაჟი მათ გარშემო - ახალი კანიე და ბიანკა?