გახმაურებული მკვლელობის სასამართლო განხილვები დასრულდ და ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშიმბაევი დამნაშავედ ცნეს. ცოლის მკვლელობისთვის და კიდევ რამდენიმე სხვა დანაშაულისთვის, რაც იმ ღამეს ჩაიდინა, სამხილების დამალვის ჩათვლით, მას 24 წლით პატიმრობა მიესაჯა.
უკანასკნელი სიტყვა სასამართლოზე მან მოკლედ წარმოთქვა 8 მაისს, როცა მიმართა შეკრებილებს და მოსამართლეს. მან ისაუბრა ღმერთზე და მის გამოცდებზე, რომლებსაც ადამიანი ცხოვრებაში გადის. იმ ღამის მოვლენები მან "ღმერთის ტესტს" შეადარა. "გვინდა თუ არა, ვაცნობიერებთ თუ არა, ყოველდღე გავდივართ ამ ტესტს. ტესტს ზნეობის ყველაზე მაღალ ფასეულობებზე. იმ დღეს, უფრო სწორად, 8-9 ნოემბრის ღამეს, მე ეს ტესტი ვერ გავიარე... ჩემი ქმედებები იქცა ჩემი საყვარელი ადამიანის სიკვდილის მიზეზად", - აღნიშნა ბიშიმბაევმა.