რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რუსეთში ბევრი ცნობილი ადამიანი დაიბლოკა, ბევრი კი თავისი სურვილით წავიდა ქვეყნიდან - როგორც ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი. დაბლოკილებს შორის აღმოჩნდა ივან ურგანტი, რომელსაც საკმაოდ პოპულარული შოუ "საღამოს ურგანტი" დაუხურეს და ღონისძიებებიც გაუუქმეს.
ურგანტმა გადაწყვიტა, გარკვეული დრო ცოლის - ნატალია კიკნაძის სამშობლოში გაატაროს და საქართველოში გადაღებული ვიდეოც გამოაქვეყნა.

ივანს ნატალიასთან ერთი საერთო შვილი გაუჩნდა - ნინა. გარდა ამისა, ფაქტობრივად, მან გაზარდა მეუღლესთან ერთად გერი, ნატალიას ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან ერიკა. სანამ ივან ურგანტს გაჰყვებოდა ცოლად, ნატალია ბიზნესმენ თემურ კუტალიასთან იყო ქორწინებაში და მასთან ორი შვილიც გააჩინა. ოჯახის დანგრევის შემდეგ, ნატალიას უფროსი შვილი - ნიკო მამასთან დარჩა საცხოვრებლად, ერიკა კი დედამ წამოიყვანა. ნატალია წლების შემდეგ შეხვდა ბავშვობის სიყვარულს ივან ურგანტს და იქორწინეს.