ცოტახნის წინ Goop-ის დამფუძნებელმა, 51 წლის გვინეტ პელტროუმ ოპრა უინფრისთან და შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რამაც დიდი გამოხმაურება და არაერთი თბილი კომენტარი გამოიწვია. პელტროუს თაყვანისმცემლები საუბრობდნენ, თუ როგორ გაიზარდნენ მისი შვილები და როგორ ჰგვანან დედას. მსახიობს ორი შვილი - 19 წლის ეფლი და 18 წლის მოსესი ჰყავს.
რამდენიმე დღის წინ გვინეტ პელტროუმ ისაუბრა იმაზე, რომ მისი შვილი, მოსესი, კოლეჯში ჩასაბარებლად ემზადება და სხვაგან გადასვლას აპირებს. რაც, როგორც აღმოჩნდა, პელტროუსთვის ძალიან რთულია.
"გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ფაქტი ძალიან მანერვიულებს. დავიწყე ფიქრი, რომ სამსახური დავტოვო, სახლი გავყიდო და მასთან ერთად გადავიდე. აქამდე ჩემი მთავარი საქმე დედობა იყო. განაგრძეთ კითხვა