„მაკულიტერატურა“ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის წარმატებული პროექტია, რომლის პრეზენტაცია პირველად 12 წლის წინ, 2012 წლის 27 მაისს, თბილისის წიგნის ფესტივალზე გაიმართა.
პროექტში უამრავი ადამიანი ჩაერთო. „მაკულიტერატურამ“ მოსახლეობას საშუალება მისცა, მოძველებული წიგნები და გამოყენებული ქაღალდი ახალ წიგნებზე გადაეცვალა და თავისი ბიბლიოთეკა გაემდიდრებინა.
„მაკულიტერატურა“ გახდა მნიშვნელოვანი რგოლი მაკულატურის ჩაბარების, გარემოს დაცვისა და კითხვის პოპულარიზაციის საკითხში. გარდა ამისა, წიგნების ანალიზისა და დათვალიერების შედეგად, ეროვნულ ბიბლიოთეკას „მაკულიტერატურამ“ უამრავი უნიკალური წიგნი დაუბრუნა.
„მაკულიტერატურა“ განახლებული წიგნების სიით კვლავ დაბრუნდა! მათ, ვისაც სურს ძველი, უსარგებლო წიგნების, თაბახის ფურცლების, რვეულების, ძველი გაზეთების ახალ წიგნებში გადაცვლა, მაკულატურის სანაცვლოდ „ნერგების“ მიღება შეუძლიათ.
„მაკულიტერატურა“ ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ მხოლოდ ახალ წიგნებს გვთავაზობს. დაგროვილი ნერგები ახალ წიგნებში იცვლება.
მაკულატურის გადაცვლის განახლებული მისამართია: ქიზიყის 50 ბ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე 599 888 226
R