თბილისის მერი კახა კალაძე ოჯახის სიწმინდის დღეს ცოლ-შვილთან ერთად დაესწრო.
"დღევანდელი დღე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს. ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. სიყვარული, თაობებს შორის ურთიერთობა, პატივისცემა, ნდობა, რაც ოჯახში ტრიალებს, გვაყალიბებს ადამიანებად, პიროვნებებად, მოქალაქეებად. ეს არის ღირსშესანიშნავი და ხელშეუხებელი სიწმინდე. ვამაყობ იმ კულტურით და ტრადიციებით, რომელიც უკავშირდება ოჯახს და ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს. ღმერთი იყოს ჩვენი ოჯახების და ჩვენი ქვეყნის მფარველი", - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.