კომაროვის მოსწავლეები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით მოხვდნენ - მსოფლიოს ამ წამყვან უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი 300 000$-მდე აღწევს - მშობლები

კომაროვის მოსწავლეები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით მოხვდნენ - მსოფლიოს ამ წამყვან უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი 300 000$-მდე აღწევს

2024-05-18 16:23:40+04:00
კომაროვის სკოლა წარმატებული მოსწავლეების შესახებ წერს:
"კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები დავით კლდიაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი სწავლას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით გააგრძელებენ.
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება აირჩია.
მოგეხსენებათ, MIT მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მასაჩუსეტსის ინსტიტუტი ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია.
MIT-ში სწავლის გადასახადი 300 000$-მდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან ყოველწლიურად MIT-ში კომაროვის სკოლის ერთი ან ორი კურსდამთავრებული აგრძელებს სწავლას. დავითი და თამარი MIT-ში ჩარიცხული მე-12 და მე-13 კომაროველები არიან.
თამარსა და დავითს არაერთი აკადემიური წარმატება აქვთ. არიან სხვადასხვა სასკოლო, ეროვნული თუ საერთაშორისო ოლიმპიადებისა და ტურნირების არაერთგზის გამარჯვებულები".