ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი პროექტ "ნიჭიერში" ჩაერთო, რის გამოც უფრო ხშირად უწევს ამერიკიდან საქართველოში და უკან მგზავრობა. ახლაც საქართველოში იმყოფებოდა რამდენიმე დღით და უკან დაბრუნებულს ქმარ-შვილმა ემოციური დახვედრა მოუწყო. პატარა ოვი დედის დანახვაზე სიხარულს ვერ მალავდა, ბენმა კი შესანიშნავი სუფრა გაშალა და როგორც ნუკიმ აღნიშნა, პურიც თავად გამოაცხო და სულგუნიც ამოიყვანა.