20 წლის გიორგი სარდალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა - ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და ემოციური კადრები, რომლებმაც ინტერნეტი მოიცვა - მშობლები
20 წლის ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.გიორგი 60 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.
„გიორგი სარდალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია, ის ტიტულს 20 წლის ასაკში დაეუფლა”, - წერს საქართველოს ძიუდოს ფედერაცია, ხოლო მისი გამარჯვების ემოციურ კადრებს ძიუდოს სამყარო გვიზიარებს.