ბოლო ზარი 2024 - ტრენდული პერანგები და ცნობილი მშობლების სტატუსები - მშობლები

ბოლო ზარი 2024 - ტრენდული პერანგები და ცნობილი მშობლების სტატუსები

2024-05-20 19:45:03+04:00

დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის სკოლის ზარი ბოლოჯერ დაირეკა, რაც ნიშნავს იმას, რომ დასრულდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი და იწყება ახალი და საინტერესო გზა ცხოვრებაში. ამ დღეს ყველა სხვადასხვანაირად აღნიშნავს, მაგრამ თეთრი პერანგები და მათზე სამახსოვრო წარწერები უცვლელია. მოსწავლეები ფანტაზიასაც უხმობენ და ბოლო ზარის ზედებს მათთვის საინტერესო ნახატებით, პერსონაჟებით თუ ფრაზებით ალამაზებენ.

გამორჩეული იყო წლევანდელი ბოლო ზარი იმით, რომ ბევრ მოსწავლეს ჰქონდა ეროვნული თემატიკა და ბევრს ასევე, ევროკავშირის დროშა დატანილი პერანგის მთავარ სიმბოლოდ. ინსპირაცია კი, სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია.

4d3eb3a7-2c83-409c-9ef2-2cfb1f792ff9-1716223514.jpg

441185381-7523577007762468-1225905942259896963-n-1716223745.jpg

444903593-2363653747156538-5840683771596434940-n-1716223746.jpg

4205d25b-f37e-42b2-a722-3dea0934e510-1716264313.jpg

წელს სკოლა დაასრულეს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების შვილებმაც. მაგალითად, "ჩცდ"-ს მთავარი გმირის დათოს, იგივე ლევან ყოჩიაშვილის შვილმა ვასკამ. ლევანმა შვილს შემდეგი სიტყვებით მიულოცა ეს დღე: "გილოცავ სკოლის დამთავრებას. ბედნიერი და წარმატებული მომავალი შენ, ვასი. მიყვარხარ და მეამაყები".

438160314-7852999478114157-693801882168055474-n-1716223776.jpg

სკოლა ასევე დაასრულეს მწერალ ეკა ტოგონიძის გოგონამ თამარ სამყურაშვილმა და დიზაინერ ნინი ზარქუას ვაჟმა საბა ამისულაშვილმა, რომელსაც უკვე ბანკეტიც კი ჰქონია და დედამ ამის აღმნიშვნელი ფოტოებიც გაასაჯაროა.

55eb167f-9a75-4f6b-8053-0c655b221d6b-1716223776.jpg12b0250a-990e-46d5-ad53-a1e1244c9710-1716223776.jpgfb26953b-3ad3-4a9b-a86b-7881408a944f-1716223746.jpg

თეკლა ჟვანია

პატარა ტასომ ჩცდ-დან სკოლა დაამთავრა - ქეთა ორბელაძის ფოტოები ბოლო ზარიდან