Fini - ეს სახელი ფერადი და მხიარული ტკბილეულის სინონიმია, რომელიც უკვე 50 წელზე მეტია ბავშვებისა და უფროსების გულს იპყრობს.
Fini-ის ისტორია მურსიაში, ესპანეთში 1971 წელს იწყება. ამ დროს მანუელ სანჩეს კანომ, რომელიც გამოცდილი კონდიტერი იყო, გადაწყვიტა საკუთარი ოცნება აეხდინა და მხიარული ტკბილეულის შექმნა დაიწყო. თავდაპირველად, ეს მცირე მასშტაბის საქმიანობა იყო, თუმცა მალევე განსაკუთრებულ პოპულარობას მიაღწია. წარმატების მთავარი გასაღები ხარისხიანი ინგრედიენტების, მხიარული ფორმებისა და ხასხასა ფერების კომბინაცია გახლდათ. 1980 წელს მასზე უკვე მთელი ესპანეთი ლაპარაკობდა.
Fini-ის საქმიანობა ესპანეთის საზღვრებთან არ გაჩერებულა. 1980-იან წლებში მისი პროდუქტის გაყიდვა დაიწყო ჯერ მეზობელ პორტუგალიაში, მოგვიანებით კი - არაერთ სხვა ქვეყანაში. ყველაზე დიდ პოპულარობას ბრაზილიაში მიაღწია, სადაც ბრენდი 1988 წელს გამოჩნდა და მალევე ბაზრის ლიდერი გახდა. დღეს ბრაზილიაში მდებარეობს კომპანიის ერთადერთი ქარხანა ევროპის ფარგლებს გარეთ. საერთო ჯამში კი Fini-ის პროდუქცია100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.
მიუხედავად იმისა, რომ Fini ძირითადად ჟელიბონებითაა ცნობილი, მისი პროდუქციის ასორტიმენტი ბევრად უფრო მრავალფეროვანია. მათ შორისაა მარშმელოუ, საღეჭი რეზინი და სხვა. ის მუდმივად ქმნის ახალ გემოებსა და ფორმებს, რაც ბავშვებსა თუ უფროსებს ყოველდღიურობას უხალისებს. ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანი შეძლებს ბრენდის შეთავაზებებიდან საკუთარი რჩეულის გამოყოფას.
Fini-ს მთავარი მიზანია, ადამიანების სახესა და გულში შექმნას ღიმილი. თითოეული დეტალი სწორედ ამ ღირებულებას ეფუძნება. ესენია: მხიარული შეფუთვა, ცოცხალი ფერები და რა თქმა უნდა, ხარისხიანი ინგრედიენტები.
პროდუქციის წარმოება უმაღლესი ევროპული სტანდარტით მიმდინარეობს. ევროპაში კი მკაცრად არის დაცული პროდუქციის და განსაკუთრებით, ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების წარმოების წესები და სტანდარტები (ISO).
Fini-ს პროდუქცია არ შეიცავს მავნე დანამატებს, გენმოდიფიცირებულ ნაერთებს, პალმის ზეთს და სხვა. Fini-ს პროდუქცია ნატურალური და ჯანსაღი მცენარეული ინგრედიენტებისგან მზადდება. მასში მინიმუმამდეა დაყვანილი შაქრის შემადგენლობაც. შაქრის ნაცვლად ბრენდი იყენებს ნატურალურ დამატკბობელს - ხილის წვენს. მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ უგლუტენო და ულაქტოზო, ასევე ვეგანური ტკბილეული.
ზოგადად, ჟელიბონისა და მარშმელოუს ხარისხი მისი ვიზუალითაც განისაზღვრება. არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის პროდუქტს ირჩევთ, ის უნდა იყოს რბილი და ჰქონდეს ხასხასა შეფერილობა. თუ ის მკვრივია, იცოდეთ რომ ან უხარისხოა, ან ძველი.
საქართველოში Fini-ს პროდუქციის შეძენა შესაძლებელია „ევროპროდუქტის“ როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ მაღაზიებში.
R