"მალე გული გამისკდება ბედნიერებისგან" - ჯვრისწერა "ადიდასის" სპორტულებში და სიყვარულის ახსნა საჯაროდ: რა არის ცნობილი ტატო გრიგალაშვილის პირად ცხოვრებაზე? - მშობლები

"მალე გული გამისკდება ბედნიერებისგან" - ჯვრისწერა "ადიდასის" სპორტულებში და სიყვარულის ახსნა საჯაროდ: რა არის ცნობილი ტატო გრიგალაშვილის პირად ცხოვრებაზე?

2024-05-22 08:21:33+04:00

24 წლისტატო გრიგალაშვილი სამგზის მსოფლიო ჩემპიონია.აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სპორტსმენმა 81 კგ წონით კატეგორიაში გადამწყვეტ ბრძოლამდე ტიმო კაველიუსი (გერმანია), ვედატ ალბაირაკი (თურქეთი), სომონ მახმადბეკოვი (ტაჯიკეთი) და იონხვან ლი (სამხრეთ კორეა) დაამარცხა, ხოლოფინალში ტიმურ არბუზოვს (რუსეთი) აჯობა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება შეჯიბრის დროს გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, რომ გრიგალაშვილს თავის არეში ჭრილობიდან სისხლი მოსდის. მას ორჯერ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.

ტატოს ანგარიშზე ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალია, საიდანაც 3 ოქრო და ერთი ვერცხლია.

პირადი ცხოვრება

ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი სამჯერ გახდა. წარმატებული კარიერის პარალელურად, ცნობილია, რომ სპორტსმენს ჰყავსმეუღლე თაკო გოგოლაძე და 2 წლის ვაჟი. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები