მაისის ბოლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება. მშვილდოსნის ნიშანში სავსე მთვარე იქნება, რომელსაც "ყვავილოვან" სავსე მთვარესაც უწოდებენ და როგორც ასტროლოგები ამბობენ, მას ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და სიახლეების გამოწვევა შეუძლია:
მაისის სავსე მთვარეს "ყვავილოვანს" იმიტომ უწოდებენ, რომ სწორედ ამ პერიოდში გარემოს ტემპერატურა მნიშვნელოვან იცვლება, თბება და მცენარეების უმეტესობა უკვე აყვავილებულია. აღსანიშნავია, რომ სავსე მთვარე ცეცხლის ნიშანში, მშვილდოსანში იქნება. მშვილდოსანი კი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, მოტივირებული, სიახლეებისა და ცვლილებებისაკენ მიდრეკილი ნიშანია. ამიტომაც, ითვლება, რომ თუკი ამ დღეს რაიმეს წამოიწყებთ, სიახლეებს დაგეგმავთ, ეს ნაბიჯი განსაკუთრებულ წარმატებას მოგიტანთ.
23 მაისის სავსე მთვარის გავლენას ყველაზე მეტად მშვილდოსნის, კუროს, თევზებისა და სასწორის ნიშნის წარმომადგენლები იგრძნობენ. ახლა შეგიძლიათ, თამამად გადადგათ ის ნაბიჯი, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ, მაგრამ გამბედაობა არ გყოფნით. დაიწყეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმეები, რაიმეს შესწავლა, დაგეგმეთ მოგზაურობა, საყვარელ ადამიანს სიყვარულში გამოუტყდი, შეეჭიდეთ ყველაზე ამბიციურ გეგმებსაც კი. შესაბამისი ენერგია და მოტივაცია საშუალებას მოგცემთ, ყველაფერი იმაზე მარტივად გააკეთოთ, ვიდრე აქამდე გამოგდიოდათ. ასევე, დააკვირდით საყურადღებო ნიშნებს. შესაძლოა, სწორედ ამ დღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ, შეთავაზება მიიღოთ, რაც სამომავლოდ გამოგადგებათ.
კარგი პერიოდი აქვთ ლომებს, თხის რქებს, მორიელებსა და ტყუპებს. შეგიძლიათ, თქვენც თამამად დაგეგმოთ ცვლილებები და გადადგათ ნაბიჯი საკუთარი ოცნებებისაკენ.
23 მაისის სავსე მთვარის დროს შედარებით ფრთხილად ვერძის, ქალწულის, კირჩხიბისა და მერწყულის ნიშნები უნდა იყვნენ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ სავსე მთვარემდე ერთი დღით ადრე, სავსე მთვარის დღესა და ერთი დღის შემდეგ მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. ამ პერიოდში ნებისმიერმა რადიკალურმა და იმპულსურმა ქმედებამ შესაძლოა, იმაზე მეტად დაგაზიანოთ, ვიდრე შეიძლება, წარმოიდგინოთ. ამიტომ, დრო მშვიდად გაატარეთ და მიმდინარე საქმეებსა და ვალდებულებებზე კონცენტრირდით.