იატაკის სისუფთავის შენარჩუნება ყოველდღიური გამოწვევაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდი ოჯახი გვაქვს ან სახლში ოთხფეხა მეგობრები გვყავს, ჩვენი პატარა კი ხოხვას მხოლოდ ახლა იწყებს.
განსაკუთრებით დამღლელი და რუტინულია ცხოველის ბეწვთან გამკლავება, ჩვეულებრივი საწმენდი საშუალებებით კი სრულყოფილი წმენდა შეუძლებელია. ამასთან, სტანდარტული საშუალებები ჭუჭყისა და ბაქტერიებისგან დაცვაში ვერ გვეხმარება. სწორედ ამიტომ გახდა „დრიმის“ (Dreame) რობოტი მტვერსასრუტები ასეთი პოპულარული მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„დრიმი“ საქართველოშიც წარმოდგენილია და გვთავაზობს სხვადასხვა ტიპის მოდელს, რომლებიც მარტივად უმკლავდება და არ იხვევს ცხოველის ბეწვს. რობოტ მტვერსასრუტებს, რომელიც გამოირჩევა მაღალი სიმძლავრით, გამძლეობითა და მისაღები ფასით, აქვს წმენდის 3 ტიპი: ცალკე მშრალი, ცალკე სველი და კომბინირებული.
მტვერსასრუტის გამძლე ელემენტი გვეხმარება დავზოგოთ დრო და ერთი დამუხტვით სრულად დავალაგოთ 200 კვ. მეტრი ფართობიც კი. მაღალი შეწოვა კი ნებისმიერი სახის ჭუჭყთან მარტივად გამკლავებაში გვეხმარება. ზოგიერთ მოდელს აქვს თვითწმენდის, თვითდაცლის ფუნქცია, თავად რეცხავს ჯაგრისებს და აშრობს მათ.
აღნიშნული ფუნქციონალები კომფორტულს ხდის და გვიმარტივებს ყოველდღიურობას. ერთი მოწყობილობა საშუალებას გვაძლევს, დავზოგოთ დრო და უფრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ ის, ან თუნდაც დასვენებას დავუთმოთ.
მაღალი სიმძლავრით გამოირჩევა „დრიმის“ ხელის მტვერსასრუტიც, რომელიც იატაკის სრულყოფილად წმენდაში დაგვეხმარება. ბრენდს მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მომხმარებელი ენდობა, რადგან ის ერთი მხრივ მაღალი ხარისხით, ხოლო მეორე მხრივ, მისაღები ფასით გამოირჩევა.
მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომ დრო არ დაგეხარჯებათ იატაკის სველ წმენდაზე. ორივე სახის მტვერსასრუტი იდეალურად გაასუფთავებს ხალიჩას და თქვენი პატარაც უსაფრთხოდ იქნება.
მტვერსასრუტის ფუნქციონალების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს: https://www.facebook.com/watch/?mibextid=nvWvQA&v=1421149921854719&rdid=4TxMCBC4Vg3cqkgC
მსოფლიოში აღიარებული ბრენდის Dreame-ის ინოვაციური ხელის უსადენო მტვერსასრუტების შეძენა შესაძლებელია შემდეგ მაღაზიებში:„შაომი საქართველო“;„მისთორი“;„ალტა“;„კონტაქტ ჰოუმი“.
ონლაინ შესაძენად მიჰყევით ბმულებს:
R