27 მაისიდან პლანეტა იუპიტერი ტყუპების ნიშანში გადადის - ეს მოვლენა 12 წელიწადში ერთხელ ხდება და განსაკუთრებით საყურადღებოა - მშობლები

27 მაისიდან პლანეტა იუპიტერი ტყუპების ნიშანში გადადის - ეს მოვლენა 12 წელიწადში ერთხელ ხდება და განსაკუთრებით საყურადღებოა

2024-05-24 13:13:20+04:00

იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა და ის არა მხოლოდ მოცულობითაა გიგანტური, არამედ ადამიანებსა და მათ ყოველდღიურობაზე ყველაზე დიდი გავლენის მოხდენაც შეუძლია. ყოველწლიურად აღნიშნული პლანეტა ახალ ნიშანში გადადის და შესაბამისად, არჩეულ თანავარსკვლავედს დიდ წარმატებასა და იღბალს ჰპირდება. პირველად, 12 წლის შემდეგ, იუპიტერი 27 მაისს ტყუპების ნიშანში გადადის. ბოლოს აღნიშნული პლანეტა ტყუპების ნიშანში 2012 წლის 12 ივნისს იყო. თუ 12 წლის წინ თქვენს ცხოვრებაში რაიმე საინტერესო მოხდა, ახლა დიდი შანსია, რომ ორმაგად უფრო დიდი წარმატებით განმეორდეს.

რატომ არის იუპიტერისა და ტყუპების ნიშნის კომბინაცია განსაკუთრებით ხელსაყრელი:

ტყუპების თანავარსკვლავედი, როგორც წესი, მოგზაურობაზე, კომუნიკაციებზე, გაყიდვებზე, დოკუმენტებზე, კონტაქტებზე, ტრენინგზე და ახალი უნარების შეძენაზეა პასუხისმგებელი. იუპიტერი კი ზრდისა და გაფართოების პლანეტაა. ამიტომ, როდესაც ის ტყუპების ნიშანში გადადის, არნახულ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ყველა ის სფერო, რომელსაც ტყუპების თანავარსკვლავედი განაგებს, კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს და გამრავალფეროვნდეს.

სწორედ ამიტომაა, რომ აღნიშნულ პერიოდში შესაძლოა, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, კონტაქტები გაამრავალფეროვნოთ, შეხვდეთ მათ, ვისაც დიდი ხანია ელოდებით. ყველა ხელშეკრულება, დოკუმენტი, ოფიციალური შეხვედრები თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ამავდროულად, ფინანსურად დაწინაურების შანსი გექნებათ და შეძლებთ, თამამად დაგეგმოთ მოგზაურობა და გართობა. ახალი მეგობრები, ახალი საქმე თქვენს ცხოვრებაზე განსაკუთრებულ გავლენა მოახდენს.

გახსოვდეთ, რომ აღნიშნული მოვლენა 12 წელიწადში ერთხელ ხდება. ამიტომაც, თუკი რაიმე სერიოზულ გეგმა გაქვთ, რომელიმე პროექტის განხორციელება გინდათ, ახალი უნარებისა და ჩვევევბის შესწავლაზე ფიქრობთ, ახლა ამისთვის შესანიშნავი დროა. წარმატების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.

1-1716542278.1.jpg

აღნიშნული პერიოდი შესანიშნავია მათთვის, ვისაც კარიერული ზრდა სურს. თუ დიდი ხანია, თქვენთვის მნიშვნელოვან შეთავაზებას ელით, ახლა ამ შეთავაზების მიღება იმაზე რეალურია, ვიდრე აქამდე.

როგორც აღვნიშნეთ, 12 წლიანი ციკლის განმეორების გამო, შესაძლოა, ის მოვლენები, რომებიც თქვენს ცხოვრებაში 2012 წელს მოხდა, კვლავ განმეორდეს. ასტროლოგიაში იუპიტერი ზრდის, იღბლისა და სიბრძნის პლანეტაა. ამიტომაც, შესაძლოა, საკუთარ თავში ბევრი განსხვავებული უნარი და შესაძლებლობა აღმოაჩინოთ.

მაინც, რაში დაგვეხმარება პლანეტა იუპიტერის ტყუპების ნიშანში გადასვლა?

  • ახალი უნარების გამომუშავების, სწავლის სურვილი გაგიჩნდებათ. აღმოაჩენთ, რომ კომუნიკაციისა და ნაცნობობისათვის უფრო ღია და გახსნილი ხართ. თუ ბუნებით მორცხვი ადამიანი ხართ, ნახავთ, როგორ გააქტიურდებით - ტყუპებს ხომ აქტიური, კომუნიკაბელური ხალხი უყვართ.
  • თქვენი სოციალური წრე გაფართოვდება - შესაძლოა, ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან გაცილებით უკეთესი და მჭიდრო ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ. ასევე, გექნებათ შანსი, რომ ახალი ადამიანები გაიცნოთ და თქვენს ცხოვრებაში შემოუშვათ.
  • იუპიტერი სწავლას განსაკუთრებით წაახალისებს - ამიტომაც, მთელი წელი შესაძლოა, არაერთი ტრენინგისა და საინტერესო მასტერკლასის მონაწილე აღმოჩნდეთ. ის ტექნოლოგიურ სიახლეებსაც მხარს უჭერს. ამიტომაც, შეგიძლიათ, სწავლა ამ მიმართულებითაც დაგეგმოთ.
  • ეს ტრანზიტი გაძლევთ შესაძლებლობას, რომ თქვენი ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელი და საინტერესო მოგზაურობა მოიწყოთ და მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ.
  • შესაძლოა, შემოსავლის დამატებითი წყაროები გამოჩნდეს და ფინანსური თვალსაზრისით, დაწინაურდეთ.
  • შესანიშნავი დროა პერსონალური ბრენდის შესაქმნელად - თუ გაქვთ იდეა და გინდათ, თქვენი საქმე წამოიწყოთ, ახლა ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია.
  • წლის განმავლობაში გაქვთ ყველა შანსი, რომ შეხვდეთ საყვარელ ადამიანს და მასთან ერთად რომანტიკული თავგადასავალი მოიწყოთ. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, მაშინ შესაძლოა, თქვენი კავშირი კიდევ უფრო ჰარმონიული და მრავალფეროვანი გახდეს.
  • იუპიტერის ტყუპების ნიშანში გადასვლა დაგეხმარებათ, თქვენი ჩვევები შეცვალოთ, დაიწყოთ ჯანსაღ ცხოვრებაზე ფიქრი, კვების მოდელს გადახედოთ, ვარჯიშ გადაწყვიტოთ და იმიჯი შეიცვალოთ.

აღსანიშნავია, რომ პლანეტა იუპიტერი ტყუპების ნიშანში 2025 წლის 10 ივნისამდე დარჩება. ამიტომაც, ეს წელი გაძლევთ შესაძლებლობას, ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალოთ და არაერთი სარგებელი მიიღოთ.