38 წლის ქალს, რომელმაც 232 კილოგრამი დაიკლო, 22 წლის მეგობარი ბიჭი დაშორდა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჭარბწონიანი ქალის სევდიანი ამბავი - მშობლები

38 წლის ქალს, რომელმაც 232 კილოგრამი დაიკლო, 22 წლის მეგობარი ბიჭი დაშორდა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჭარბწონიანი ქალის სევდიანი ამბავი

2024-05-28 11:08:31+04:00

სოციალურ ქსელში არაერთი ამბავი ვრცელდება, თუ როგორ ახერხებენ ადამიანები ზედმეტ კილოგრამებთან დამშვიდობებას. ზოგიერთი ამას სხვადასხვა დიეტით, ვარჯიშით, ცხოვრების წესის ცვლილებით ცდილობს. ზოგიც ოპერაციას მიმართავს და შესანიშნავი შედეგი აქვს. მსგავსი ისტორიები და ადამიანების ტრანსფორმაცია ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს, თუმცა მარტოხელა დედის ჩარიტი პირსის ისტორია ნამდვილად გასაოცარია:

1-1716880226.jpeg
ჩარიტი პირსი

ამ ქალს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჭარბწონიან ადამიანად მოიხსენიებდნენ. როგორც თავად ამბობს, სწრაფი კვების პროდუქტები განსაკუთრებით უყვარდა, არააქტიური ცხოვრების წესი ჰქონდა და 347 კილოგრამს იწონიდა. თუმცა, ერთ დღესაც ქალი მიხვდა, რომ რაღაც აუცილებლად უნდა შეეცვალა. მაშინ 22 წლის მეგობარი ბიჭი და ქალიშვილი ჰყავდა და მათ გამო სურდა, საკუთარი თავის ახალი ვერსია შეექმნა. ამ მიზნით, ერთ-ერთ პოპულარულ სატელევიზიო შოუში "My 600-lb Life" გავიდა.

38 წლის ამერიკელ ქალს არა მარტო სიმსუქნე, არამედ ლიმფედემაც აწუხებდა. ამ დაავადების გამო მის კიდურებში იმდენი სითხე დაგროვდა, რომ მარცხენა ფეხი წარმოუდგენელ ზომამდე ჰქონდა შეშუპებული. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდებოდა.

3-1716880246.jpeg
ჩარიტი პირსი მეგობარ ბიჭთან ერთად

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას 22 წლის მეგობარი ბიჭი, სახელად ტონი, ჰყავდა და სწორედ ის გახდა ერთ-ერთი მოტივაცია, რომ წონაში დაეკლო. ჩარიტი პირსს იმდენად აწუხებდა ზედმეტი კილოგრამები, მანქანაში ვეღარ ჯდებოდა და გადასაადგილებლად სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებას ქირაობდნენ, რაც 5 ათასი დოლარი ჯდებოდა.

ქალს კუჭის ოპერაცია სჭირდებოდა, თუმცა იქამდე ექიმებმა მოითხოვეს, რომ 121 კილოგრამი დაეკლო. ქირურგები დასთანხმდნენ, რომ 226 კილოგრამზე ჩარიტი პირსისთვის ოპერაცია ჩაეტარებინათ, რაც ძალიან რთული და სარისკო პროცესი აღმოჩნდა.

5-1716880271.jpeg
ჩარიტი პირსი მეგობარ ბიჭთან ერთად

"ერთადერთი, რაც ჩემს სიცოცხლეს გადაარჩენს, კუჭის ოპერაციაა, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა დედა ვარ და არავინ მყავს, რომ დამეხმაროს." - თქვა მაშინ ქალმა.

წონაში კლების პროცესი მარტივი არ ყოფილა. რადგანაც, ქალი დღის განმავლობაში უამრავ საკვებსა და მაღალკალორიულ პროდუქტს მოიხმარდა. კვების მოდელის შეცვლა კი განსაკუთრებით გაუჭირდა.

4-1716880319.jpeg
ჩარიტი პირსი მეგობარ ბიჭთან ერთად

მიუხედავად ამისა, 220 კილოგრამი დაიკლო და სპეციალურად შემუშავებული პროგრამის მიხედვით დიეტასა და ვარჯიშს აგრძელებდა. თუმცა, სამწუხაროდ, ამასობაში მისმა 18 წლის ქალიშვილმა მოიმატა წონაში და უკვე 180 კილოგრამს იწონიდა. როგორც ჩანს, ცხოვრების წესმა და გენეტიკურმა ფაქტორებმა დიდი გავლენა მოახდინა...

წონაში დაკლების შემდეგ ჩარიტი მეგობარ ბიჭს დაშორდა. როგორც პირსი ამბობს, ბიჭმა უღალატა და დაშორების წინაპირობაც ეს გახდა. სტრესის ფონზე ქალმა დალევა დაიწყო და ქალიშვილიც მისგან გაიქცა.

7-1716880344.png
ჩარიტი პირსი წონაში დაკლების შემდეგ

2020 წელს პირსმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

"შობის დღესასწაულზე აღმოვაჩინე, რომ თირკმლის კიბო მქონდა. ამან შოკში ჩამაგდო, რადგან დედაჩემი თავის ტვინის კიბოთი გარდაიცვალა. შემდეგი ნაბიჯი თირკმლის ამოღება იყო, თანაც რაც შეიძლება მალე, სანამ ის სხვა ორგანოებზე გავრცელდებოდა. ასე რომ, 2 მარტს თირკმელი ამომიღეს. ახლა კი სახლში ვმკურნალობ და გამოჯანმრთელებას ვცდილობ. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ მომავალი მხოლოდ კარგს მომიტანს." - დაწერა ქალმა.

8-1716880383.png
ჩარიტი პირსი წონაში დაკლების შემდეგ

ახლა ქალი 100 კილოგრამზე ცოტა მეტს იწონის. ალკოჰოლზე დამოკიდებულება დაძლია, დაინტერესდა ტატუხელოვნებით და ქალიშვილთანაც გააუმჯობესა ურთიერთობა.

9-1716880411.jpeg
ჩარიტი პირსი შვილიშვილთან ერთად

ამ პერიოდის განმავლობაში, მისი გოგონა დაქორწინდა და შვილიც შეეძინა. ახლა ბებია შვილიშვილთან დიდ დროს ატარებს, ვარჯიშობს და ჯანსაღი ცხოვრების პრინციპებს არ ივიწყებს.

10-1716880420.jpeg
ჩარიტი პირსის გოგონა ოჯახთან ერთად

17 წლისა უკვე 230 კილოგრამს იწონიდა - რამ გამოიწვია მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ბიჭის გარდაცვალება