არც ისე დიდი ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ქეით მიდლტონს ქიმიოთერაპიის გამო თმის, კანისა და ძვლის ტვინის დაზიანება ჰქონდა. თუმცა არის სიახლე, რომელიც იმედს აჩენს, რომ ქეითი გამოჯანმრთელების გზაზეა.
ოფიციალურად, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარს არ აკეთებენ, რაც საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. მაგალითად, ახლახან ცნობილი გახდა, რომ უელსის პრინცესა სავარაუდოდ, 2024 წლის ბოლომდე საზოგადოებაში არ გამოჩნდება. მონარქების განრიგი, როგორც წესი, მრავალი თვით ადრე დგება და დღეს პრინც უილიამის მეუღლეს არც ერთი მოვლენა არ აქვს დაგეგმილი. ეს ნიშნავს, რომ კიდევ რამდენიმე თვე არსად აპირებს გამოჩენას.
ეს გასაკვირი არ არის: ქეითმა თავიდანვე გააფრთხილა თაყვანისმცემლები, რომ ქიმიოთერაპიისა და რეაბილიტაციის დროს ყველა ოფიციალური მოვალეობისგან თავისუფლდებოდა. ახლა ის ცდილობს ყოველი თავისუფალი წუთი შვილებთან გაატაროს - მათ ძალიან ეშინიათ, რომ დედას საშინელი დაავადება დაემართა.
თუმცა, არც თუ ისე საიმედო ჭორების ნიაღვარში ანონიმური ინფორმაცია გამოჩნდა, რომელიც იძლევა იმედს, რომ ქეით მიდლტონი თავს ოდნავ უკეთესად გრძნობს. Daily Mail-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ პრინცესას ახლა უფრო და უფრო ხშირად ხედავენ უინძორში, ადელაიდის მამულში სეირნობისას. მას ძირითადად შვილები, ქმარი, მშობლები ან და ახლავს. გარდა ამისა, პრინცესა აგრძელებს ღია ბარათების მიღებას, რომლებსაც მოქალქეები უგზავნიან გამოჯანრთელების სურვილებით. ქეითი პირადად ეცნობა ამ ბარათებს. პრონცესა ზოგიერთ წერილს თავად პასუხობს, ზოგს კი მისი თანაშემწეები. შეგახსენებთ, რომ ბოლოს მიდლტონი საზოგადოებაში 2023 წლის დეკემბერში - შობამდე ცოტა ხნით ადრე გამოჩნდა.
ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის შვილებს მალე სასკოლო არდადეგები დაეწყებათ. ოჯახი ხანმოკლე ოჯახურ შვებულებას გეგმავს. ისინი რამდენიმე კვირით სანდრინგემის მამულში დაისვებენ. ასევე მცირე პაუზა იქნება პრინც უილიამის განრიგში დიდ ბრიტანეთში მოახლოებული არჩევნების გამო. შესაძლოა, უახლოეს თვეებში ქეით მიდლტონმა კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნოს, რადგან არ სურს, რომ მისი ავადმყოფობა შეთქმულების თეორიების გაჩენის მიზეზი გახდეს, თუმცა ასევე არ სურს საზოგადოების დიდი ყურადღების მიპყრობა.