უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზზე სინოპტიკოსმა თამარ პაპაშვილმა გადაცემა „იმედის დილაში“ ისაუბრა.
მისი თქმით, მომდევნო დღეებში კვლავ შენარჩუნებულია წვიმის ალბათობა, თუმცა ეს არ იქნება ძლიერი ნალექი და უმეტესად საღამოობით იწვიმებს.
„მომდევნო დღეებში შენარჩუნდება მცირე წვიმის ალბათობა, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში. 1-ელ ივნისს ღამით კი უკვე კარგად იწვიმებს.
აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისში ტემპერატურა საგრძნობლად არ მოიმატებს. მოსალოდნელია +24+26 გრადუსი, კვირის ბოლოს კი შესაძლებელია +30 გრადუსამდეც ავიდეს ტემპერატურა. შაბათს, 1-ელ ივნისს, როგორც ვთქვით, იწვიმებს და დღისითაც დაიკლებს ტემპერატურა. ამ კვირის განმავლობაში არ უნდა ველოდოთ არც განსაკუთრებით ძლიერ წვიმას არც ძლიერ ქარს.
დასავლეთ საქართველოში შედარებით მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი +30+32 გრადუსი. თუმცა 29 მაისს წვიმაა მოსალდნელი.
ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, ივნისში, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექების რაოდენობა ნორმასთან შედარებით დაიკლებს, დასავლეთ საქართველოში პირით, მოიმატებს. დღეს არსებული მონაცემებით, ივნისი მაითან შედარებით უფრო მშვიდი თვე იქნება. ძლიერ ნალექებს არ უნდა ველოდოთ. ტემპერატურა კი ნორმაზე მაღალი იქნება.“ - განაცხადა თამარ პაპაშვილმა.