ვისი შვილია 16 წლის გოგონა, რომელზეც ლეონარდო დიკაპრიო განსაკუთრებულად ზრუნავს - ნორმანდია საკუთარმა მამამ გაიტაცა, დედა კი ციხეში ჰყავს - მშობლები

ვისი შვილია 16 წლის გოგონა, რომელზეც ლეონარდო დიკაპრიო განსაკუთრებულად ზრუნავს - ნორმანდია საკუთარმა მამამ გაიტაცა, დედა კი ციხეში ჰყავს

2024-05-29 10:20:47+04:00

ლეონარდო დიკაპრიოს არასდროს უთქვამს, რომ ქორწინებისა და შვილების გაჩენის წინააღმდეგია. თუმცა, ფაქტია, ის ახლა 49 წლისაა და ოჯახი არ შეუქმნია. ერთხელ მსახიობმა იხუმრა და ბებიას სიტყვები გაიხსენა. ბებიამ ლეონარდოს უთხრა, რომ თუ 40 წლამდე არ დაოჯახდებოდა, მერე მცდელობას აზრი აღარ ჰქონდა და ამ საქმიდან კარგი არც არაფერი გამოვიდოდა. როგორც ჩანს, ოსკაროსანმა მსახიობმა მისი სიტყვები სერიოზულად მიიღო და ოფიციალურად არ დაქორწინებულა. ბოლო წლების განმავლობაში მას სხვადასხვა მოდელთან რომანს მიაწერენ და პრესაშიც არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ჯერ ვერავინ მიიღო თუნდაც ოფიციალური საცოლის სტატუსი.

სამაგიეროდ, ლეონარდო განსაკუთრებულად ზრუნავს ძმისშვილზე, ნორმანდიაზე, და მას, როგორც საკუთარ შვილს, ისე უვლის.

3-1716963765.jpg

ცოტა ხნის წინ 16 წლის გოგონა ვარსკვლავ ბიძასთან ერთად პაპარაცებმა დააფიქსირეს. ლეონარდო ძმისშვილთან ერთად ბევერლი ჰილზის ქუჩებში სეირნობდა და ძვირად ღირებულ მაღაზიებს სტუმრობდა. მსახიობმა ძმისშვილი Tiffany & Co-ს, Prada-სა და სხვა მაღაზიებში წაიყვანა. გოგონას ხელში პარკები ეჭირა და კმაყოფილი ჩანდა.

5-1716963751.jpg

როგორც ცნობილია, ლეონარდო საკუთარ ძმისშვილზე წლებია, განსაკუთრებით ზრუნავს და მის ყველა სურვილს ასრულებს. გოგონას ბავშვობაში სერიოზული ტრავმის გადატანა მოუხდა და ახლა მსახიობი ცდილობს, მან თავი ბედნიერად და ლაღად იგრძნოს.

2-1716963790.jpg

ნორმანდია ლეონარდო დიკაპრიოს ნახევარძმის, ადამ ფარარის და მისი მეუღლის ჩარიტი მურის ქალიშვილია. 2013 წელს ჩარიტი ნარკოტიკული საშუალებების შენახვისა და ქურდობისთვის დააკავეს. კიდევ ერთი მუხლი, რომლითაც ქალს ბრალი წარუდგინეს, იყო ის, რომ ბავშვს არასერიოზულად ეკიდებოდა და აღზრდის პროცესში არასათანადოდ იყო ჩართული. როგორც ცნობილია, გოგონა სკოლაში არ დაჰყავდა და გაკვეთილებს აცდენინებდა. ჩარიტი მურის დაპატიმრების შემდეგ მალევე ნორმანდია გაუჩინარდა.

4-1716963813.jpg

ბავშვს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ის საკუთარმა მამამ ადამ ფარარმა გაიტაცა. გოგონას მამა დააკავეს, ის ტეხასში იმალებოდა. ამის შემდეგ ბავშვი ბაბუას, ლეონარდო დიკაპრიოს მამას მიუყვანეს. ადამ ფარარს კი შვილის გატაცებაში, ოჯახურ ძალადობასა და შევიწროებაში დასდეს ბრალი.

6-1716963827.jpg
ადამ ფარარი და ლეონარდო დიკაპრიო

ამ ინციდენტის შემდეგ ლეონარდო დიკაპრიომ თავის ნახევარძმასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. თუმცა, როგორც ცნობილია, მათ ადრე საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ახალგაზრდობაში ისინი წვეულებებსა და კალათბურთის სათამაშოდ ხშირად დადიოდნენ ერთად. გარდა ამისა, ლეონარდოსთვის სწორედ ძმამ გახდა მოტივაცია, რომ კინოკარიერა დაეწყო, რადგან თავად ადამი1980-იანი წლებიდან რეკლამებსა და სერიალებში იღებდა მონაწილეობას.

ძმასთან აღარ ურთიერთობს, სამაგიეროდ, მის შვილს აქცევს ყურადღებას და ნორმანდიამ მისი სახით კარგი ბიძა ჰყავს.

e406bc5f00842bfb51e183801e-1716971045.jpg