ბავშვებში იმუნიტეტის დარღვევამ შეიძლება ბავშვის ხშირი ავადობა, ინფექციების მიმართ მოწყვლადობა და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს.
იმუნიტეტის დარღვევის სინდრომი ორგვარია: პირველადი (იგივე თანდაყოლილი) და მეორეული (ანუ შეძენილი). ის ვლინდება იმუნური უჯრედების სწორი დიფერენცირებისა და მომწიფების დარღვევით ან მათი ფუნქციის დაქვეითებით.
აღსანიშნავია, რომ იმუნიტეტის დარღვევის სინდრომი ხშირად სიცოცხლის პირველივე თვეს გამოიხატება. შეძენილი ანუ მეორეული დარღვევის შემთხვევაში კი პრობლემები ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს. იმუნიტეტის დაქვეითებაზე შეიძლება მეტყველებდეს კანის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის (ფაღარათი, ჭიები), ნერვული სისტემის (ტვინის გარსებისა და ტვინის ანთება) დაავადებები ან ზოგადი ინფიცირება. სხვა დაავადებებიდან აღინიშნება სახსრების ანთება, ალერგიული და ჰემატოლოგიური ცვლილებები.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებში იმუნიტეტის დაქვეითებას მონონუკლეოზი, წითელა და გარკვეული მედიკამენტებიც იწვევს, რომლებიც ინფექციების ან ვირუსების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.
იმუნური დარღვევის დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები მოითხოვს რთულ კომპლექსურ კვლევებს, შემდეგ ინიშნება შესაბამისი მკურნალობა.
აღსანიშნავია, რომ სეზონური ვირუსებისა და სხვადასხვა ინფექციისგან თავის დასაცავად და ბავშვებში იმუნიტეტის ასამაღლებლად პედიატრები რეკომენდაციას უწევენ ვიტამინებსა და დანამატებს, რომლებიც ბავშვებს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მივცეთ.
რაც შეეხება მეხსიერების გაუმჯობესებას, ამ მიმართულებით პედიატრები სხვადასხვა აქტივობასა და პროდუქტს უწევენ რეკომენდაციას: წიგნების კითხვა, ამბის თხრობა და მოვლენების აღწერა, გონებრივი სავარჯიშოების კეთება, სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და სხვა.
ამასთან, თუ ბავშვს მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტი აქვს, რაც განსაკუთრებით გაზაფხულის დადგომასთან ერთად შეინიშნება ხოლმე, შეიძლება, მეხსიერებისა და კონცენტრაციის მცირე პრობლემებიც გამოიკვეთოს. აღნიშნული ჩვენების საპასუხოდ კი შეგვიძლია, პედიატრის დანიშნულებით ბავშვს შესაბამისი დანამატები მივცეთ.
უფრო დეტალურად გთავაზობთ პედიატრების მიერ აღიარებულ იმუნიტეტისა და მეხსიერების გამაძლიერებელ საშუალებებს და მათ დანიშნულებებს:
დანამატი აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას, რეკომენდებულია კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითებისა და თვალის დაავადებების შემთხვევაში.
„სოლგარის“ ეს U კუბები არის უნიკალური ფორმულა, რომელიც დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე, ბურღულის და პექტინის ბაზაზე. „სოლგარის“ ეს ინოვაციური კუბები წარმოადგენს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისა და ცხოველმყოფელობისათვის აუცილებელი ყველა ვიტამინისა და მინერალის დაბალანსებულ კომპლექსს (ბავშვის დღიური მოთხოვნის შესაბამის კონცენტრაციას). იგი ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა დაავადებების და არასასურველი გარემო ფაქტორების მიმართ. ხელს უწყობს ბავშვისა და მოზარდის ორგანიზმის ზრდა-განვითარებას.
დანამატი რეკომენდებულია ჰიპო და ავიტამინოზის, მინერალების ნაკლებობის დროსა და პროფილაქტიკის მიზნით, ასევე, ანტიბიოტიკებით მკურნალობის ან გატანილი დაავადებების შემდგომ გამოჯანმრთელების პერიოდში და სხვა.
C ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტია. იგი ბოჭავს კუნთების ინტენსიური მუშაობის პროცესში წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის მათ მავნე ზემოქმედებას ქსოვილებზე. C ვიტამინი ძირითად როლს ასრულებს კოლაგენის სინთეზის პროცესში. იგი წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის, კბილების, ძვლოვანი ქსოვილის აღდგენისა და ზრდის განმსაზღვრელ ძირითად ფაქტორს. ნივთიერება აჩქარებს შეხორცების პროცესებს ჭრილობისა და დამწვრობის დროს; არეგულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას; ასტიმულირებს ინტერფერონის გამომუშავებას, რომელიც ხელს უშლის ვირუსული ორგანიზმების გამრავლებას; აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას; უზრუნველყოფს ენერგიის გამომუშავებას უჯრედულ დონეზე, მონაწილეობს ატფ-ის სინთეზში.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების მიმართ და გამოირჩევა მაღალი ბიოშეღწევადობით. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვანია ტვინის, ნერვული სისტემის, მხედველობის აპარატის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ასტიმულირებს ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ განვითარებას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას, სწავლისა და ინფორმაციის აღქმის უნარს.
„ამევიტ ქიდსში“ სპეციალურად შერჩეული დოზები შეესაბამება ბავშვის ყოველდღიურ მოთხოვნილებას ვიტამინებსა და მინერალებზე. პროდუქტი შეიცავს ყველა იმ ვიტამინსა და მინერალს, რომელიც აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მხედველობის, ნერვული სისტემის, ძვლოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის. „ამევიტი ქიდსი“ აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ბავშვის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას, ავსებს აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, აძლიერებს ორგანიზმს, აუმჯობესებს მადას, უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა დაავადებისა და არასასურველი ფაქტორის მიმართ.
ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების ეფექტისა და დოზირების შესახებ რეკომენდებულია, კონსულტაცია პედიატრთან გაიაროთ.
R