ოლიმპიური ჩემპიონი მხატვრულ ტანვარჯიშში მარგარიტა მამუნი აცხადებს, რომ ბავშვობაში მას მწვრთნელი სექსუალურად ავიწროვებდა. მან ამის შესახებ ერთ-ერთ სპორტულ არხთან საუბრისას განაცხადა.
მამუნმა მწვრთნელის ვინაობა არ დაასახელა, მაგრამ აღნიშნა, რომ ის ცოცხალი აღარ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად უჩივლებდა.
სპორტსმენის თქმით, მწვრთნელს მოსწავლეები კინოში დაჰყავდა და იქ გოგონებს მუხლებზე ეხებოდა. ყველა გოგონა ერიდებოდა მასთან ერთად სასწავლო ბანაკებსა და შეჯიბრებებში წასვლას. „მუხლებზე ხელით შეხება, რაღაც ვითომ ფეხის მასაჟის კეთება, სხვსდასხვაგვარი შეხება... ასეთ მომენტებში სულ პარალიზებული ვიყავი“ - ამბობს მამუნი. მისი თქმით, შევიწროება 9-დან 13 წლამდე გაგრძელდა, სანამ მწვრთნელი არ შეიცვალა. "მან ბევრი ტკივილი მოუტანა გოგონებს, მე ამ ადამიანებს ვიცნობ", - აღნიშნა სპორტსმენმა.
მამუნი ამბობს, რომ მაშინვე ვერ მიხვდა, რომ მწვრთნელის საქციელი მიუღებელი იყო: „ვერ მივხვდი, რა იყო, მაგრამ რომ მცხვენოდა, რომ მეშინოდა, ასე რომ არ უნდა ყოფილიყო, ამას ვგრძნობდი."
მარგარიტას მშობლებმა არაფერი იცოდნენ, რადგან მარგარიტან არ იცოს, როგორ აეხსნა ეს მშობლებისთვის და არც ის ეგონა, რომ ვინმე დაუჯერებდა. „ეს კაცი ძალიან ახლოს იყო ჩვენს ოჯახთან, არ ჰყავდა ცოლი, მარტოხელა იყო, მეზობელ სახლში ცხოვრობდა და ჩვენს სახლში სადილზე ძალიან ხშირად ეპატიჟებოდნენ ჩემი მშობლები. როცა ასეთი ახლო კონტაქტი იყო, მეშინოდა, მრცხვენოდა, რადგან ასეთი თემები ჩვენს ოჯახში არ იყო განხილული“ - ამბობს სპორტსმენი.
სამაგიეროდ, ყველაფერს ამჩნევდა მარგარიტას სხვა მწვრთნელი, ტატიანა დუშკინა. მისი თქმით, რამდენჯერაც თავის კოლეგას გოგონების შევიწროვებაზე დაელაპარაკა, მან უარყო პრეტენზიები და თქვა, რომ „უბრალოდ ძალიან უყვარს ბავშვები, თავად შეუმდგარი მამაა და ამიტომ მხოლოდ მათი ჩახუტება და შეხება სურს“. დუშკინამ აღნიშნა, რომ მის თვალწინ ღიად არასოდეს ავიწროებდა სპორტსმენებს, მაგრამ "ცბიერი და მარაგი" იყო: "ის ჩვენი დირექტორი იყო და შეეძლო დაენიშნა წვრთნა მაშინ, როდესაც ჩვენ [სხვა ტრენერები] არ ვიყავით ადგილზე. გოგონები ისე დაემარტოხელებინა, რომ სხვას არაფერი დაენახა." - ამბობს დუშკინა, თუმცა ბავშვების დასაცავად კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს.
28 წლის მარგარიტა მამუნმა ამბობს, რომ მწვრთნელის მხრიდან შევიწროება კვლავაც მოქმედებს მის ცხოვრებაზე, რადგან ფსიქოლოგიური ტრავმა არსად გამქრალა. მამუნს მამაკაც ექიმთანაც კი უჭირს კომუნიკაცია: „თუ ექიმი კაცია, როგორც კი კარს მიხურავს, შიში მიპყრობს. მას ისევ სიზმარში ისევ ვნახულობ და გაბრაზებული ვუყვირი“, - ამბობს სპორტსმენი.
მოზარდობისას მარგარიტა მამუნმა სპორტული კლუბი შეიცვალა. მალევე გაიგო, რომ სხვა ბავშვების მშობლებმა სარჩელი შეიტანეს მის წინააღმდეგ. თუმცა, ის არასოდეს უცნიათ დამნაშავედ სექსუალურ შევიწროებაში. "მან ყველა საქმე მოიგო ", - ამბობს მამუნი. ტატიანა დუშკინას თქმით, ”ვიღაც მფარველობდა მას, უფრო მაღალ დონეზე იცავდა ”.
„ძალიან სამწუხაროა, რომ როდესაც ჩნდება სექსუალური განათლების თემა, მშობლები ან ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან მშობლები, ისე მკვეთრად რეაგირებენ, თითქოს ბავშვებს რაღაც ისეთს ასწავლიან, რაც მათ ასაკს არ შეეფერება, თუმცა სქესობრივი აღზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, ბავშვმა გააცნობიეროს, რომ მის სხეულზე შეხება დაანაშაულია, რომ ყველაფერი უნდა უთხრა მშობლებს, თუნდაც სხვა არწმუნებდეს, რომ ეს მათი საიდუმლოა“, - ხაზგასმით აღნიშნა მარგარიტამ.