ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე მეორე შვილს ელოდებიან. წყვილმა ეს სასიხარულო ცნობა ვიდეოს სახით გაასაჯაროეს. მოგვიანებით სქესის გაგების ცერემონიაც გააკეთეს, თუმცა მომავალი ბავშვის სქესი არ გაუსაჯაროებიათ.
მას მერე ჯანეტი, რომელიც მოდელი და ნფლუენსერია და ქალიშვილთან ერთად ხშირად არეკლამებს დედებისა და შვილების სამოსს, უკვე საორსულე სამოსის რეკლამირებაზეც გადაერთო. ქალიშვილ ანნასთან ერთად ის ხშირად სტუმრობს მაღაზიებს, სადაც იყიდება სამოსი ორსულებისთვის და ახალშობილებისთვის. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შოპინგისას გადაიღო დედა-შვილმა ახალი ფოტოები.