გიორგი ნაკაშიძეგადაცემა"ნიკოლოზის კითხვებს"სტუმრობდა. მსახიობმა ისაუბრაყოფილ მეუღლე ეკა ანდრონიკაშვილთანმეგობრობაზე, რომელთანაც 30 წლის საერთო შვილი ჰყავს. ოჯახი 21 წლის ასაკში შექმნა, ამბობს, რომ ორი მსახიობი ოჯახში რთულია...
- 21 წლის ვიყავი როდესაც დავოჯახდი. მე და ეკა ერთად ვსწავლობდით, მაგრამ ერთი ჯგუფით ქვევით იყო. სამი წლის განმავლობაში ვიცნობდი ადამიანს, მაგრამ გრძნობა მის მიმართ არ მქონდა. დღემდე ულამაზესია ეს ადამიანი, ჩვენს შორის გრძნობა მეოთხე კურსზე გაჩნდა… კუპიდონმა მაშინ ჩაიქროლა და ისარი მესროლა.
სანამ ჩამოყალიბდება ადამიანი რთულია იმაზე ფიქრი, რომ ცოლი უნდა მოიყვანო, ამას თავისი ვალდებულებები აქვს. მითუმეტეს 90-იან წლებში, მაგრამ ჩვენმა სიყვარულმა ყველაფერს აჯობა. ერთმანეთი დიდი სიყვარულით მივიღეთ და დღემდე ასე გრძელდება. 30 წლის შვილი გვყავს, ლევან ნაკაშიძე, ამიტომ ის ოჯახი ჩემთვის დღემდე ფასეულია, ურთიერთობაც მაქვს და სხვათა შორის, კოლეგები ვართ და დღემდე ერთ თეატრში ვმუშაობთ… განაგრძეთ კითხვა