ნინა სუბლატინანუკა ჟორჟოლიანისგადაცემაშიპოსტ სამშობიარო დეპრესიის შესახებ ჰყვება. მომღერლის თქმით, ორი წლის განმავლობაში ებრძოდა მძიმე დეპრესიას და მდგომარეობიდან გამოსვლაში საკუთარი თავი დაეხმარა.
ნინა სუბლატსა და გიორგი შამანაურს პირველი შვილი, ვაჟი, 2020 წლის აგვისტოში შეეძინათ. წყვილი 2013 წლიდან იყვნენ დაქორწინებულები. თუმცა როგორც ნინა ინტერვიუში ამბობს, ახლა დაშორებულები არიან.გადაწყვეტილებას დეპრესიაში ყოფნას არ აბრალებს, მისი თქმით, როდესაც მძიმე მდგომარეობა დაძლია და გამონათდა, მაშინ განქორწინდა.
- ძალიან კარგად ვარ, ბავშვი იზრდება, ძალიან საინტერესო ხდება მისი ცხოვრებაც, უსაყვარლესია, მეც, სხვანაირად დავიწყე სამყაროს აღქმა, მისი თვალებიც, რაც ძალიან საინტერესოა და ჩემთვისაც მოულოდნელია. ძალიან კარგ დროს ვატარებთ ერთად. მთელი დღე ერთად ვართ. არ მქონდა დაგეგმილი ძიძა მყოლოდა.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ამერჩია ისეთი დრო შვილის გასაჩენად, რა დროსაც მე ვიქნებოდი თავისუფალი და არ მექნებოდა იმის შეგრძნება, რომ რაღაცას გამოვაკლდი და ვერ ვაკეთებ. 4 წლის ხდება, ისევ არ მყავს ძიძა, მე ვზრდი და შესანიშნავად ვატარებთ დროს. განაგრძეთ კითხვა