რატომ აღარ ჩანდნენ თბილისში კონტროლიორები - მშობლები

რატომ აღარ ჩანდნენ თბილისში კონტროლიორები

2024-05-31 12:59:41+04:00

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ბევრი ადამიანი წერდა, რომ გაჩერებებზე კონტროლიორებს ვეღარ ხედავდნენ და არც ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში შეუნიშნავთ.

შეკითხვით, თუ რატომ აღარ ჩანდნენ კონტროლიორები, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს:

"მონიტორინგის თანამშრომლები ბოლო პერიოდის განმავლობაში გადიოდნენ ტრენინგებს, რომელიც უკვე დასრულდა. 30 მაისიდან კონტროლიორები მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ." - გვითხრეს სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ არსებული კანონმდებლობით, როდესაც მგზავრი ავტობუსში ავა, ბილეთი ასვლისთანავე უნდა დააფიქსიროს და თანხა გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტროლიორს უფლება აქვს, დაგაჯარიმოთ. უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევაში, ჯარიმა 20 ლარს შეადგენს და მოქალაქეს 30 დღე აქვს, რომ დაფაროს.

თამარ იაკობაშვილი