მნიშვნელოვანი მატჩის წინ, ცნობილი ქართველი ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი არდადეგებს ერთად ატარებენ იტალიაში, მეუღლეების გარემოცვაში. ხვიჩა და ზურიკო დიდი ხანია მეგობრობენ და დანათესავდნენ კიდეც - ხვიჩა ზურიკოს შვილის ნათლიაა. მალე ხვიჩაც ელოდება პატარას - ნიცა თავაძე ორსულადაა და როგორც ფოტოებიდან ჩანს, უკვე საგრძნობლად დაეტყო ეს მშვენიერი მდგომარეობა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ფეხბურთელების მეუღლეებიც მეგობრობენ და ერთად შესანიშნავ დროს ატარებენ.