"წერენ, რომ ვარ სამარცხვინო პოზიციაზე..." "კაციჭამიები შეთანხმდნენ, განვითარდნენ და ჩვენ რა გვჭირს?" - ცნობილი ადამიანები ქვეყანაში გამეფებულ აგრესიაზე - მშობლები

"წერენ, რომ ვარ სამარცხვინო პოზიციაზე..." "კაციჭამიები შეთანხმდნენ, განვითარდნენ და ჩვენ რა გვჭირს?" - ცნობილი ადამიანები ქვეყანაში გამეფებულ აგრესიაზე

2024-06-02 11:20:45+04:00

საზოგადოების ორ ნაწილად გაყოფა, ქვეყანაში გამეფებული აგრესია,

ერთმანეთისთვის მიწებებული იარლიყები, სოციალურ ქსელებში თუ პირად საუბრებში არსებული სიძულვილის ენა... დღეს ასე რომ არის დამკვიდრებული ჩვენს ქვეყანაში, ეს ბევრისთვის ამაღელვებელია. გაგაცნობთ, რას ფიქრობენ ამ მანკიერებებზე ცნობილი ადამიანები...

"ადამიანს ერთ დღეს ვაღმერთებთ და მეორე დღეს მიწასთან ვასწორებთ"

ლევან ყოჩიაშვილი, მსახიობი:

- ორად გაყოფილი საზოგადოება, მიწებებული იარლიყები, სიძულვილის ენა... ამ მანკიერებებზე როგორია თქვენი აზრი?

- საშინელებაა, ამ ქვეყანაში არ იქნა და აღარ დამთავრდა ეს ყველაფერი.

- მგონი, უფრო ძლიერდება, არა?

- ძალიან სამწუხაროა. პატარა ქვეყანა ვართ, ამდენი გამოწვევებით და ჩვენს ენერგიას, დროს რაში ვხარჯავთ.

- თქვენი აზრით, რა კვებავს ამ მანკიერებებს?

- ცოტ-ცოტა ყველაფერი მოქმედებს. თავის წილს პოლიტიკოსებიც სცოდავენ. ჩვენ ვერ შევთანხმდით, რა გვინდა, საით მივდივართ, როგორ უნდა ვიცხოვროთ. ალბათ ვიდრე ამ შეთანხმებას არ მივაღწევთ, მანამდე არაფერი გვეშველება, სულ ასე იქნება.

- დღეს ჩვეულებრივ ამბად იქცა, ადამიანებმა ერთმანეთს უწოდონ "სამშობლოს გამყიდველი", თითქოს ამ სიტყვათშეთანხმების შინაარსი უმძიმესი ბრალდება არ იყოს. რა პრობლემას ხედავთ თითოეულ ჩვენგანში?

- არ შეიძლება ფრაზები ასე ისროლო. ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. ნათქვამია, ყველამ თავის საქმე აკეთოსო, მაგრამ შენს საქმეს ვერ გააკეთებ, როცა ამდენი გარე ფიქრები გაქვს, როცა ბევრი გარემოება ხელის შემშლელია.

- პირადი გამოცდილებით, რა შეგიძლიათ მითხრათ, ასეთი თავდასხმები თქვენზე თუ მომხდარა?

- პირადად მე არ ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში და ვერაფერს ვიტყვი. წარუმატებელი ერები და ქვეყნები შეთანხმდნენ და განვითარდნენ, თან ისეთი წარმატებულები გახდნენ, დღეს ჭკუას რომ ეკითხებიან; კაციჭამიები შეთანხმდნენ, განვითარდნენ და ჩვენ რა გვჭირს?

- თქვენი აზრით, ჩვენთან ასეთი რადიკალიზმი რატომ არის?

- ამას ალბათ სახელმწიფომ უნდა მიხედოს, საზოგადოებას მაგალითი მისცეს. გამოწვევა ბევრი გვაქვს, ქვეყანა პატარაა, სამოთხესავით უნდა გვქონდეს აყვავებული. არ ვიცი, ერთმანეთის ასე "ჭამა" შეიძლება? ამ ქვეყანაში ადამიანებისთვის ერთ დღეს კაცი კარგია, საამაყოა, ქვეყნის სახელი გარეთ გაიტანა, დამსახურებულია, გვასახელა და მეორე დღეს მიწასთან ასწორებენ იმის გამო, რომ რაღაც საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული მისი აზრი არ მოეწონათ. სამწუხაროდ, ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. ქართველები რომ გადავრჩეთ, აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ!

ნანუკა გულუა, მსახიობი, ტელეწამყვანი:

- ის მდგომარეობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, არანორმალურად მტკივნეულია. ნებისმიერ რადიკალურად განსხვავებულ აზრს პატივისცემით ვეკიდები, შეიძლება ეს აზრი იყოს პოლიტიკური, რელიგიური ან პირად ცხოვრებას ეხებოდეს. ვცდილობ ადამიანებთან ურთიერთობაზე არ იმოქმედოს. შეძრული ვარ იმით, რაც ახლა ხდება: ოჯახის წევრები, მეგობრები ერთმანეთს გადაეკიდნენ და არ ვიცი, ეს რისი ბრალია. განსხვავებული აზრი ამ ქვეყანაში ყოველთვის იყო, მაგრამ ერთმანეთთან ასეთი დაპირისპირებულები არ ვყოფილვართ, ყველანაირ ზღვარს გადავედით. იქ, სადაც იწყება შეურაცხყოფა, მთავრდება აზრის პატივისცემა.

- ეს რადიკალიზმი რამ გამოიწვია?

- ხალხი ძალიან გაღიზიანებულია, საკუთარი მიზნებისკენ ვერ მიდიან ან არ მიდიან. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ წარმატებას იოლად მიაღწიონ, ეს არ ხდება და მერე სხვის წარმატებაზე ღიზიანდებიან. აზრი, რომელიც შენ გაქვს, გგონია ჭეშმარიტება; გგონია, რომ მეორე აზრი არ არსებობს, მაგრამ შენ შენს ჭეშმარიტებას ვერ ამტკიცებ და მერე ღიზიანდები სამყაროზე, ამას პირად დამარცხებად აღიქვამ. ადამიანებს ფსიქიკა ძალიან დაზიანებული აქვთ. განაგრძეთ კითხვა