მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის ქალიშვილი ელის მარია, რომელსაც ალისას ეძახიან, უკვე 4 წლისაა. გოგონამ ჯერ სოციალურ ქსელში მიიღო მილოცვები ოჯახის ახლობლებისა და მეგობრებისგან, შემდეგ კი - დაბადების დღის ცენტრში.
სოფომ ალისა სცენაზეც გამოიყვანა კონცერტზე ფილარმონიაში და ცნობილი საბავშვო სიმღერა შეასრულა.