ექიმების თქმით, იმუნოთერაპიის პრეპარატი, რომელიც სიმსივნეებს "ადნობს", ნაწლავის კიბოს განკურნების შანსებს მკვეთრად ზრდის და შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის საჭიროებაც კი აღარ გახდეს საჭირო.Pembrolizumab-ი,რომელიცკიტრუდასსახელითაცაა ცნობილი, სპეციფიკურ პროტეინს იღებს მიზანში და იმუნური უჯრედების ზედაპირზე ბლოკავს, შემდეგ ის კიბოს უჯრედებს ეძებს და ანადგურებს.
კლინიკურმა კვლევამ დაადგინა, რომ ქიმიოთერაპიის ნაცვლად ოპერაციამდე ამ მედიკამენტის მიღებამ ბევრ პაციენტს საერთოდ გაუქრო სიმსივნე. შედეგები კლინიკური ონკოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASCO) ყოველწლიურ შეხვედრაზე იქნა წარმოდგენილი, რომელიც კიბოს მსოფლიოში უდიდესი კონფერენციაა.
კვლევას ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, საუნივერსიტეტო კოლეჯის საავადმყოფო, მანჩესტერის საქველმოქმედო ფონდი, ლიდზის წმინდა ჯეიმსის საუნივერსიტეტო საავადმყოფო და გლაზგოს უნივერსიტეტი ხელმძღვანელობდნენ. განაგრძეთ კითხვა