ხშირად აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები თავიანთ ასაკზე უფროსად გამოიყურებიან.
ბრიტანეთის დერმატოლოგთა ასოციაციის დერმატოლოგმა ბავ შერგილმა Daily Mail-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ მოვლენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შიეძლება ელექტრო სიგარეტი, ე.წ. ვეიპი იყოს.
„ნიკოტინი აქტიური ნივთიერებაა და კანის ყველა სახის პრობლემასთან კავშირშია. ის ასოცირდება აკნესთან, ფსორიაზთან და კანის სხვადასხვა გამონაყართან“, - ამბობს შერგილი.
ნიკოტინი ანადგურებს კანის ელასტიურ ბოჭკოებს, რომლებმაც მას სიმკვრივე უნდა მიანიჭონ. ეს ცვლილებები ყველაზე შესამჩნევ კვალს ახალგაზრდა ასაკში ტოვებს. კანში სისხლის მიმოქცევის დარღვევაც გავლენას ახდენს მის მდგომარეობაზე.
გახურებული თამბაქოს ორთქლმა შეიძლება კანის გაუწყლოება გამოიწვიოს, რის შედეგადაც კანს უფრო ასაკოვანი იერი ედება. დეჰიდრატირებული კანი ნიკოტინზე დამოკიდებულების კიდევ ერთი არასასურველი გვერდითი მოვლენაა.
ვეპინგი არ მოქმედებს მხოლოდ თქვენს კანზე - კბილებიც განიცდიან ამ დამოკიდებულებას. ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი შედეგი მინანქრის გაყვითლებაა. ორთქლში შემავალი ქიმიკატები კბილებს ალაქავებს და არაჯანსაღს ხდის მათ.