ბაღის მასწავლებელმა სურვილი გამოთქვა, რომ მძიმედ დაავადებულ აღსაზრდელს თავისი ღვიძლის ნაწილს გადასცემს - მშობლები

ბაღის მასწავლებელმა სურვილი გამოთქვა, რომ მძიმედ დაავადებულ აღსაზრდელს თავისი ღვიძლის ნაწილს გადასცემს

2024-06-07 10:02:18+04:00

საბავშვო ბაღის მასწავლებელმა აღსაზრდელს თავისი ღვიძლის ნაწილი გადაუნერგა. შემთხვევა შეერთებულ შტატებში მოხდა, რომლის შესახებ People წერს.

ხუთი წლის ეზრა ტოშეკს დაბადებიდან ღვიძლის დაავადება აწუხებდა, რის გამოც მას ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა შეექმნა. ექიმებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ დაავადება ბოლო სტადიაშია გადასული და მალე ორგანო მთლიანად დაიშლებოდა. ტოშეკი გადანერგვის სიაში მოხვდა, მაგრამ უცნობი იყო, რამდენ ხანს მოუწევდა მას ლოდინი და მოუსწრებდა თუ არა ორგანო მას ცოცხალს.

კარისა ფიშერმა, რომელიც საბავშვო ბაღში მისი მასწავლებელი იყო, ბავშვის მძიმე მდგომარეობის შესახებ შეიტყო. ქალმა მაშინვე გამოთქვა სურვილი, რომ ტოშეკის ცოცხალი დონორი გახდებოდა.

მაისში ექიმებმა დაადასტურეს, რომ ფიშერი ბიჭისთვის იდეალური დონორი იყო და ღვიძლის ნაწილის გაცემას შეძლებდა. „ შოკირებული ვართ მისი სიკეთით, გულუხვობითა და თავგანწირვით. უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ეს რეალურად ხდება და შეგვიძლია ბავშვი გადავარჩინოთ. ძალიან მადლობლები ვართ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ბიჭის დედამ, კარენმა.

გადანერგვის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, რადგან ფიშერმა სარისკო პროცედურამდე ორი კვირა უნდა იფიქროს და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. თუმცა, მას ამაში ეჭვი არ ეპარება. „არასოდეს იცი, ვის ცხოვრებას შეცვლი უეცრად. ბევრი ემოცია იყო. ძალიან გამიხარდა ასეთი ბედნიერების ხილვა“, - ამბობს მასწავლებელი.