მათ ხშირად ერთ დიდ ოჯახად იხსენიებენ - სალიერსების ოჯახად, რადგან ისინი ფაქტობრივად ერთად ცხოვრობენ და ინსტაგრამზეც საერთო ექაუნთი აქვთ 300 ათასზე მეტი გამომწერით.
ბრიტანი და ბრიანა დინი და მათი ქმრები, ასევე იდენტური ტყუპი - ჯოშ და ჯერემი სალიერსები, ხუთ წელზე მეტია უკვე, ერთად არიან.
"ყოველთვის ვოცნებობდით იდეალურ იდენტურ ტყუპზე - მამაკაცებზე, რომლებიც იდეალურად შეგვეთავსებოდნენ და გვეგონა, ვერასდროს ვიპოვიდით", - ამბობს ბრიტანი.
თუმცა ფაქტია, მათ ერთმანეთი იპოვეს, შეეწყვნენ და ახლა ყოველ წელს აღნიშნავენ ქორწინების იუბილეს.
ბრიტანი და ბრიანა პირველად ჯოშს და ჯერემის 2017 წელს შეხვდნენ ამერიკაში, ტვინსბურგში, ფესტივალ "ტყუპის დღეზე".
მალე გაჩნდნენ შვილებიც - ბრიტანის და ჯოშის ვაჟი ჯეტი, რომელიც 2021 წლის იანვარში დაიბადა და ჯაქსი, რომელიც ბრიანს და ჯერემის ეყოლათ იმავე წელს, ოთხ თვეში. ბიჭები ბიძაშვილები არიან, თუმცა ძალიან გვანან ერთმანეთს. მშობლები მათ ერთად ზრდიან ერთ სახლში და ამბობენ, რომ ჯაქსს და ჯეტს ოთხი მშობელი ჰყავთ.