როგორც ცნობილია, გამოჩენილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი დიდი ხანია სამკაულების მსოფლიო ბრენდის, კარტიე-ს სახეა. მის სამკაულებს წარმოადგენს ხოლმე გამორჩეულ მიღებებზე, წითელ ხალიჩებზე, მსოფლიო ვარსკვლავების გარემოცვაში.
ამჯერად ხატია კარტიე-ს სარეკლამო რგოლში გამოჩნდა, მონიკა ბელუჩისთან, დემი მურთან, ჟულიეტ ბინოშსა და სხვა ვარსკვლავებთან ერთად. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოს ბევრი აღტაცებული კომენტარი ახლავს, მათ შორის, ქართველების, რომლებსაც ეამაყებათ ცნობილი თანამემამულე.