9-წლიანი ძებნის შემდეგ, ქალბატონმანინო მძელურმა39 წლის ასაკში ბიოლოგიურ მშობლებს მიაკვლია და როგორც აღნიშნავს, ბიოლოგიური ძმა ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელთან ერთადაც ერთ მერხთან იჯდა.
"მე მოგიყვებით როგორ ვიპოვე ბიოლოგიური ოჯახი და დედმამიშვილები. მაშინ 8 წლის ვიყავი, ზაფხული იყო, ბებია სახლს ალაგებდა, როდესაც ტყავის ჩემოდანში საქაღალდე ვიპოვე. ბავშვური ცნობისმოყვარეობით დავიწყე კითხვა. მასში საუბარი იყო სახლის კართან დატოვებულ ნაცრისფერ "პილიონკაში" გახვეულ ბავშვზე, რომელიც ოჯახმა იპოვა და შვილად აიყვანა. ბავშვს დაბადებისას ია ერქვა. საუბარი იყო აყვანილ გოგონაზე.
ბებიამ რომ დაინახა, საქაღალდეს ვკითხულობდი, ხელიდან გამომგლიჯა, რას კითხულობო. იმ დღის შემდეგ, ოჯახში ეს საქაღალდე აღარ მინახავს. წლები რომ გავიდა, მივხვდი, რომ საუბარი იყო ჩვენი ოჯახის წევრზე და ნაშვილები მე ვიყავი. გავიკეთე გენეტიკური ტესტი. დაახლოებით ერთი თვის წინ "ფეისბუქის" საშუალებით დამეკონტაქტათამუნა მუსერიძე და მითხრა, რომ ჩემი ბიოლოგიური ოჯახი იპოვეს. განაგრძეთ კითხვა