43 წლის მამაკაცი სარეკლამო ფოტოსესიებით დაინტერესებულ გოგონებს გამოგონილი ვინაობით, მათ შორის - ნუკრი ჯიოშვილის და ივანე ჯაიანის სახელით ეცნობოდა. ნდობის მოპოვების შემდეგ, მას მსხვერპლი საცხოვრებელ ბინაში მიჰყავდა, სადაც სამართალდამცველებმა საქმის არაერთ მტკიცებულებას მიაგნეს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში "კურიერს" უთხრეს, რომ მამაკაცი დანაშაულს, სავარაუდოდ, 2008 წლიდან ჩადიოდა. უწყებაში დაგვიდასტურეს ისიც, რომ ბრალდებული ქალებს სასმელში გაურკვეველ ნივთიერებებს უყრიდა.
21 წლის გოგო "კურიერს" ექსსკლუზიურად უყვება, თუ როგორ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცისგან, რომელიც მას ფოტოგრაფად გაეცნო და სარეკლამო გადაღებებში მონაწილეობა შესთავაზა. ახალგაზრდა ქალს მოძალადემ გამაგრილებელ სასმელში გაურკვეველი ნივთიერება ჩაუყარა, მასთან იძულებითი სქესობრივი კავშირი დაამყარა და ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალაც გადაუღო. სწორედ ამ ჩანაწერებით აშანტაჟებდა მსხვერპლს ბრალდებული, რომელიც ქალს საცხოვრებელ მისამართზე მისვლით და მომხდარის გასაჯაროებით ემუქრებოდა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ სიუჟეტი