მდიდარი მემკვიდრეობა, ამერიკაში დაბადებული შვილები და ლექტორი მეუღლის სკანდალით დასრულებული პოლიტიკური კარიერა - რა ქონებას ფლობს ბოკუჩავა-იოსელიანის ოჯახი? - მშობლები

მდიდარი მემკვიდრეობა, ამერიკაში დაბადებული შვილები და ლექტორი მეუღლის სკანდალით დასრულებული პოლიტიკური კარიერა - რა ქონებას ფლობს ბოკუჩავა-იოსელიანის ოჯახი?

2024-06-09 11:09:03+04:00

დღეს დილას, ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტილევან ხაბეიშვილმადატოვა. პოლიტიკოსი პარტიის ერთ-ერთმა სახემთინა ბოკუჩავამშეცვალა.

როგორც ბრიფინგზე ხაბეიშვილმა განაცხადა, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.

"ჩემთვის, ცხადია, მძიმეა, თუმცა ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის, 2-3 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად აკრძალულია რეჟიმში მუშაობა. შესაბამისად, ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ 2-3 თვის განმავლობაში, როცა არჩევნებამდე სულ რაღაც 4 თვეა დარჩენილი, პარტიის თავმჯდომარე არ იყოს ფუნქციური, არ იყოს ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული, არ იყოს 24-საათიან სამუშაო რეჟიმში...“

პროფესიით იურისტმა თინათინ ბოკუჩავამ განათლება უცხოეთში მიიღო - 2009 წელს დაამთავრა ფლეთჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლა, დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. შემდეგ სწავლობდა შტატებში სმიტის კოლეჯში, პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობით.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ 2011 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტი დაიკავა. 2012 წლამდე კი მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილედ. განაგრძეთ კითხვა