"ძალიან მინდა, მამა გავხდე... სულ ვოცნებობდი, რომ ახალგაზრდა მამა ვიქნებოდი, თუმცა ეს ჩემს მეუღლეზეა დამოკიდებული" - ბექჰემების 25 წლის ვაჟის ოჯახური გეგმები და ერევიან თუ არა ცნობილი მშობლები მის ცხოვრებაში - მშობლები

"ძალიან მინდა, მამა გავხდე... სულ ვოცნებობდი, რომ ახალგაზრდა მამა ვიქნებოდი, თუმცა ეს ჩემს მეუღლეზეა დამოკიდებული" - ბექჰემების 25 წლის ვაჟის ოჯახური გეგმები და ერევიან თუ არა ცნობილი მშობლები მის ცხოვრებაში

2024-06-12 13:06:17+04:00

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ვაჟმა, 25 წლის ბრუკლინ პელც-ბექჰემმა InStyle-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ამ ინტერვიუში მან ოჯახურ ცხოვრებაზე და მომავალ მამობაზე ისაუბრა, ასევე განმარტა როგორ გადაწყვიტეს მან და მიმსმა მეუღლემ ორმაგი გვარის მიღება.

ბრუკლინის თქმით, მისთვის ოჯახი პირველ ადგილზეა. ის ღიმილით საუბრობს მშობლებზე, ძმებზე რომეოზე, კრუზსა და და ჰარპერზე, ვისთვისაც ცდილობს მაგალითი იყოს.

ფოტოსესიის დროს დედამ, მამამ და, რა თქმა უნდა, მეუღლემ ნიკოლამ, ვიდეოზარით მოიკითხეს. ნიკოლას სურდა ასევე გაეგო, როგორ იქცეოდა ლეკვი ლამბი, რომელიც ბრუკლინმა გადაღებაზე თან წაიყვანა.

480x600-1-58e7fdbf8d75ce1265a68c8601ec8dbc750x937-0x2wlr9ok1-4615666919808615256-1718183467.jpg

ნიკოლა პელც-ბექჰემი მსახიობი, რეჟისორი, მეწარმე და მილიარდერი ბიზნესმენის ნელსონ პელცისა და მოდელის კლაუდია ჰეფნერ პელცის ქალიშვილია. ის და ბრუკლინი 2022 წელს დაქორწინდნენ. ცერემონია პელცის საოჯახო მამულში, პალმ ბიჩში გაიმართა. პატარძალს მორგებული Valentino Haute Couture-ის კაბა ეცვა, საქმროს კი Dior-ის კოსტუმი. ბექჰემების პირმშომ და მისმა საცოლემ საქორწილო ფოტოებზე ექსკლუზიური უფლებები ჟურნალ Vogue-ს მიჰყიდეს.

ახალდაქორწინებულებმა გადაწყვიტეს ორმაგი გვარი - პელც-ბექჰემი მიეღოთ. აი, რას ამბობს ბრუკლინი ამ გადაწყვეტილების შესახებ:

„მინდოდა ჩემი მეუღლის გვარის პატივისცემა და როცა შვილები გვეყოლება, გვინდა, რომ პატარა პელც-ბექჰემები გარბოდნენ ჩვენს ირგვლივ. ვფიქრობ, სასიამოვნოა ორმაგი გვარის ქონა“.

ნიკოლა და ბრუკლინი ლოს-ანჯელესის ბინაში ხუთ ძაღლთან ერთად ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი შვილების გაჩენას არ ჩქარობს, რა თქმა უნდა, პელც-ბექჰემის ოჯახის თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან ოჯახში მატებას და ბრუკლინმა გულახდილად გაუზიარა საზოგადოებას ამასთან დაკავშირებული გეგმები.

nicolaannepeltz3-0-1718183557.jpg

„ყოველთვის მინდოდა, ახალგაზრდა მამა ვყოფილიყავი, მაგრამ ცხადია, ეს ჩემს მეუღლეზეა დამოკიდებული. მას ძალიან უნდა შვილები. ასე რომ, იმედია მალე გავხდებით მშობლები." - ამბობს ბრუკლინი.

შვილების გაჩენამდე ბრუკლინს კარიერის მომწყობა სურს. მისი თქმით, ბოლო დროს ბევრს მუშაობს.

ბავშვობაში ბიჭი ფიქრობდა, რომ მამამისის, პროფესიონალი ფეხბურთელის კვალს გაჰყვებოდა და დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა საფეხბურთო ლიგაში თამაშობდა. ახალგაზრდობაში იგი ფოტოგრაფიით დაინტერესდა, იღებდა სარეკლამო კამპანიებს Burberry-სთვის და მოდელადაც მუშაობდა.

ბრუკლინი ამტკიცებს, რომ დევიდსა და ვიქტორიას არასოდეს მოუხდენიათ მასზე ზეწოლა როცა საქმე პროფესიოულ არჩევანს ეხებოდა.

„მათ არ აინტერესებდათ, რა გავაკეთე ან რა მინდოდა. მითხრეს, „სანამ კეთილი, თავმდაბალი, მშრომელი ადამიანი იქნები და ქედმაღლობა არ შეგიპყრობს, ყველაფერი რიგზე იქნება. შეგიძლია ის აკეთო, რაც გინდა და თავად აირჩიო მომავალი – ეცადე, საუკეთესოდ გადაწყვიტო ეს საკითხი“.

25 წლის ასაკში ბრუკლინმა თითქოს გზა იპოვა. სექტემბერში, Whole Foods-თან პარტნიორობით, Peltz-Beckham პროდუქციის ხაზს გამოუშვებს სახელწოდებით Cloud23.

„დეტალებს ვერ გავამჟღავნებ, რა იქნება ეს, მაგრამ ეს კვების სექტორში იქნება“, - ამბობს ის. სახელის იდეა თურმე, სიზმარში გაუჩნდა. 23 ივნისი არის თარიღი, რომელიც მან ნიკოლას ხელი სთხოვა და ასევე მამამისის მაისურის ნომერი.

728x383-1-d416a57c9ff83f8abd19ee8f26e6ec181794x943-0xdoeyh1nf-4282698051862823890-1718183592.png

„ბოლო ორწელიწადნახევარია გატაცებული ვარ ამ პროექტით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვდებ მასში ყველაფერს, რაც გამაჩნია“, - ამბობს პელც-ბექჰემი. მისი თქმით, საყვარელი ადამიანები - მისი ყველაზე მთავარი გატაცებაა.

2023 წელს პელც-ბექჰემი სოციალურ მედიაში როგორც შეფმზარეული, გამოჩნდა. უძღვებოდა შოუს Cooking with Brooklyn და თანადამფუძნებელია საკე კომპანია WeSake.

ბრუკლინი მეუღლის უპირობო მხარდაჭერით იწყებს ახალ ბიზნესს.