პრინც ჰარის ლონდონური ცხოვრება მოენატრა და ცალკე სახლს ეძებს ბრიტანეთში, რათა მეგობრებს მეგან მარკლის გარეშე შეხვდეს - მშობლები

პრინც ჰარის ლონდონური ცხოვრება მოენატრა და ცალკე სახლს ეძებს ბრიტანეთში, რათა მეგობრებს მეგან მარკლის გარეშე შეხვდეს

2024-06-13 09:32:35+04:00

პრინცი ჰარი იძულებულია ცალკე სახლი იყიდოს დიდ ბრიტანეთში, რათა მეგობრები მოინახულოს. პრინცს ცალკე სახლი იმ მეგობრებთან შესახვედრად სჭირდება, რომლებსაც მის მეუღლესთან, მეგან მარკლთან ურთიერთობა არ სურთ. ამ მიზნით ჰარი უკვე ეძებს სახლს, რის შესახებაც The Mirror-ს სამეფო ექსპერტმა ტომ ქუინმა განუცხადა

ქუინის თქმით, სამეფო მოვალეობების დათმობისა და შეერთებულ შტატებში გადასვლის შემდეგ პერიოდი, როცა პრინც ჰარის ყველაფერი ახალი და საინტერესო ეჩვენებოდა, გავიდა. ჩარლზ III-ის უმცროსი ვაჟს უკვე ენატრება ლონდონური ცხოვრების გარკვეული ასპექტები და წარსულსაც უკვე "ვარდისფერი სათვალეების" გარეშე აფასებს..

კერძოდ, ჰარის ენატრება მისი ჯარისა და უნივერსიტეტის მეგობრები, რომლებიც კალიფორნიაში არ ეწვივნენ იმის გამო, რომ მეგან მარკლთან ურთიერთობა ვერ ააწყვეს. სწორედ ამიტომ ეძებს სახლი დიდ ბრიტანეთში და ამიტომაც აგრძელებს სასამართლო დავას, რათა მისი დაცვა კვლავ ბრიტანეთის ბიუჯეტიდან დაფინანსდეს. სხვათა შორის, ამ მოთხოვნაზე ერთხელ უკვე უთხრა უარი სასამართლომ.

შეგახსენებთ, რომ პრინც ჰარის სკანდალური მემუარების გამოქვეყნებიდან რამდენიმე კვირაში, სადაც მან არაერთი პრეტენზია წამოაყენა სამეფო ოჯახის წინააღმდეგ, ბუკინგემის სასახლემ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას Frogmore Cottage-დან გამოსახლების განკარგულება გასცა. ეს წყვილის ერთადერთი სახლი იყო დიდ ბრიტანეთში, რომელიც გარდაცვლილმა დედოფალმა ელისაბედ მეორემ 2018 წელს დაქორწინებისას აჩუქა.

ცოტა ხნის წინ, სასახლესთან ახლოს მყოფმა ინსაიდერებმა განაცხადეს, რომ ჩარლზ III-ს სურს პრინც ჰარისთან შერიგება უნდა, რადგან შვილიშვილებთან, პრინც არჩისთან და პრინცესა ლილიბეტთან ურთიერთობა ენატრება.