"ლოლიტა ექსპრესი" - პედოფილების კუნძული, სადაც არასრულწლოვანი მოდელები გავლენიანი მამაკაცების გასართობად დაჰყავდათ და მოდელი, რომელიც ამას შეეწირა - მშობლები

"ლოლიტა ექსპრესი" - პედოფილების კუნძული, სადაც არასრულწლოვანი მოდელები გავლენიანი მამაკაცების გასართობად დაჰყავდათ და მოდელი, რომელიც ამას შეეწირა

2024-06-13 12:05:38+04:00

2008 წლის 28 ივნისს წარმოშობით ყაზახმა ტოპ-მოდელმა რუსლანა კორშუნოვამ ამერიკაში თავი მოიკლა. ნიუ-იორკის პოლიციის ოფიციალური ვერსიით, გოგონა მანჰეტენზე, შენობის მეცხრე სართულის ფანჯრიდან გადახტა. რუსლანას გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა და ამის გამო უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე მან სოციალურ ქსელში სევდიანი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: "როდისმე საკუთარ თავს ვიპოვი?"

11-1718266407..jpg
რუსლანა კორშუნოვა

გოგონა 20 წლის იყო, თუმცა მიუხედავად მცირე ასაკისა, რამდენიმე ბრენდთან თანამშრომლობა და წარმატებულ სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობა მოასწრო. რუსლანას ძალიან დიდ მომავალსა და თავბრუდამხვევ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. მისი მოულოდნელი გარდაცვალება კი ყველასთვის დიდი შოკი აღმოჩნდა...

scale-1200-1718268390.jpg

შესაძლოა, ტოპ-მოდელის თვითმკვლელობის საქმეზე გამოძიება ახლა კვლავ განახლდეს. ამის მიზეზი კი „ეპშტეინის სიასთან" დაკავშირებული სკანდალია. ეპშტეინი იყო მამაკაცი, რომელიც მილიონერებისათვის სექს-ტურებს აწყობდა და ადამიანები მთელი მსოფლიოდან კარიბის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე მიჰყავდა. სხვათა შორის, მან ეს კუნძული სწორედ ამ მიზნით იყიდა. 2008 წელს ე.წ. ლოლიტას ექსპრესის საქმე სწრაფად დაიხურა. პოლიციამ გოგონას თვითმკვლელობის ვერსია დაადასტურა და გამოძიება აღარ გაგრძელებულა. თუმცა, ახლა შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ კორშუნოვა პედოფილი ფინანსისტისა და არასრულწლოვანთა ვაჭრობაში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო და მისი გარდაცვალებაც ამ ამბებს უკავშირდებოდეს.

3-1718266447.3.jpg

როგორც გაირკვა, ტრაგედიამდე ორი წლით ადრე, 2006 წელს, რუსლანა ეპშტეინის კუნძულზე, ფინანსისტის პირადი თვითმფრინავით გაფრინდა, რომელსაც ჟურნალისტებმა მეტსახელად "ლოლიტა ექსპრესი" უწოდეს და ხშირად პედოფილების კუნძულად მოიხსენიებდნენ. მასთან ერთად ბორტზე იმყოფებოდა თავად სექსუალური კრიმინალი, მისი დაცვა, შეფ-მზარეული და ფინანსისტის თანაშემწეები. უცნობია, რა დაემართა კორშუნოვას კუნძულზე, მაგრამ მისი გარემოცვა ყვება, რომ ამ პერიოდის მერე ის შეყვარებულსაც დაშორდა და ძალიან დათრგუნული და დეპრესიული გახდა. ორი წლის შემდეგ კი გარდაცვლილი იპოვეს...

ამბავი კი მას შემდეგ გახდა საჯარო, რაც მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ პედოფილი ფინანსისტის ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე, რომელიც ბრალდებულია არასრულწლოვანთა პროსტიტუციის ორგანიზებაში, ასობით გვერდიანი დოკუმენტი გამოაქვეყნა. 2023 წლის ბოლოს "ეპშტეინის სიები" მოულოდნელად გამოჩნდა. ამ სიაში არაერთი მილიონერის სახელი ფიგურირებს - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელიდან დაწყებული, სტივენ ჰოკინგით დამთავრებული...

5-1718266462.5.jpg
ჯეფრი ეპშტეინი

"ეპშტეინის ფაილების" შესახებ საუბარი 2015 წელს დაიწყეს, როდესაც ამერიკელმა ქალმა ვირჯინია ჯუფრემ მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. იგი ამტკიცებდა, რომ 17 წლის ასაკში ის ეპშტეინის მასაჟისტად მუშაობდა. ქალი აცხადებდა, რომ მაშინ აიძულეს, ფინანსისტებისა და მილიონერების წრიდან არაერთ ადამიანთან ჰქონოდა სექსი. მათ შორის, ბრიტანეთის პრინც ენდრიუსთან. მაშინ თავად სამეფო ოჯახის წევრმა ყველა ბრალდება კატეგორიულად უარყო.

7-1718266581.7.png
ვირჯინია ჯუფრე

ეს ამბავი მხოლოდ 2019 წელს გასაჯაროვდა, როდესაც ეპშტეინი ბავშვთა გაუპატიურებისა და სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით საბოლოო დააკავეს. პროკურატურამ განაცხადა, რომ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ფინანსისტმა 2002 წლიდან 2005 წლამდე მანჰეტენზე საკუთარ სახლში ათობით არასრულწლოვანი გოგონა წაიყვანა. 2005 წელს კი ეპშტეინის სახელი კრიმინალურ ქრონიკებში გაჩნდა - მისი სახლიდან 14 წლის გოგონა გაიქცა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ზრდასრული მამაკაცები სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ. არასრულწლოვანი აცხადებდა, რომ იქ მოტყუებით წაიყვანეს და უთხრეს, რომ მხოლოდ მასაჟი უნდა გაეკეთებინა. ამის შემდეგ FBI ეპშტეინის ვილაში შევიდა და ათობით კამერის ჩანაწერი ამოიღო. დადგინდა, რომ ფინანსისტს სახლი მართლაც სექსუალური მომსახურებისათვის ჰქონდა ნაყიდი. მაშინ 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რომელსაც ცალკე საკანში იხდიდა. სასჯელის მოხდის შემდეგ კი ჩვეული საქმიანობა გააგრძელა, რადგან ამ საქმით უზარმაზარ ფულს შოულობდა...

2023 წლის 18 დეკემბერს კი "ეპშტეინის სია" საბოლოოდ გაასაჯაროვა, თუმცა მსხვერპლი გოგონების ვინაობა ანონიმური დარჩა.

"ეპშტეინის სიები" ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა არა მხოლოდ მოცულობით, არამედ იქ ნახსენები ცნობილი ადამიანების რაოდენობით. დოკუმენტებში ჩნდებიან ცნობილი მსახიობები: ლეონარდო დიკაპრიო, ბრიუს უილისი, ქეით ბლანშეტი, კამერონ დიასი. საუბარია აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებზეც. მათ შორის, დონალდ ტრამპსა და ბილ კლინტონზე. ასევე, ნახსენებია დევიდ კოპერფილდი და ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგიც კი. როგორც გაირკვა, ეპშტეინის ორგიებში ცნობილი მეცნიერიც კი მონაწილეობდა....

6-1718266614.6.jpg
სტივენ ჰოკინგი ეპშტეინის კუნძულზე

გოგონების შეგროვებასა და კონკრეტულ ადგილამდე მიყვანაში კი ეპშტეინის მეგობარი და თანამზრახველი გილეინ მაქსველი მონაწილეობდა.

საქმის მასალები ასევე შეიცავს ვირჯინია ჯუფრესა და Daily Mail-ის ჟურნალისტს - შერონ ჩერჩერს შორის მიმოწერას. მასში ნათქვამია, რომ კლინტონმა ეპშტეინის საქმეების შესახებ ყველაფერი იცოდა. მეტიც, ერთხელ ის Vanity Fair-ის რედაქტორთან მივიდა და მოსთხოვა, სტატია მათი კარგი მეგობრობის შესახებ არ გამოექვეყნებინა. კლინტონები ამ საქმეზე ახლა კომენტარს არ აკეთებენ. ამბობენ, რომ ეპშტეინს იცნობდნენ, მაგრამ ბინძური საქმეების შესახებ არასდროს არაფერი იცოდნენ.

8-1718266657.8.jpg
ბილ კლინტონი ეპშტეინთან ერთად

ეპშტეინის ფლორიდის აგარაკის მმართველმა, ხუან ალესიმ, თავის მხრივ, თქვა, რომ ტრამპი ფინანსისტის მოსანახულებლად ხშირად მიდიოდა, მაგრამ ღამისთევაზე უარს ამბობდა და არც რაიმე მომსახურებას იღებდა ადგილობრივი „მასაჟისტებისგან". 2019 წელს ტრამპმა განაცხადა, რომ ეპშტეინს იცნობდა, რადგანაც მეზობლად ცხოვრობდნენ, თუმცა 15 წლის განმავლობაში ერთ-ერთი უძრავი ქონების გამო ფინანსური დავა ჰქონდათ.

10-1718266694.1.jpg
დონალდ ტრამპი ცოლთან, ეპშტეინთან და გილეინ მაქსველთან ერთად

დასავლურ მედიაში ნამდვილი მღელვარება გამოიწვია მტკიცებულებამ, რომ ეპშტეინის ერთ-ერთი არასრულწლოვანი "სექს-მონა" იძულებული გახდა ინტიმური ურთიერთობა ჰქონოდა ბრიტანელ პრინც ენდრიუსთან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ბიზნესმენის სასახლის ორგიაში ჰქონდათ ინტიმური კავშირი. მსხვერპლის სახელი მკაცრად გასაიდუმლოებული იყო, თუმცა შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცმა ენდრიუმ ინტიმური ურთიერთობა ვირჯინია რობერტსს დააძალა.

aca34b14-5385-448f-9d9e-5a92d2cbe28d-1718268598.png
ვირჯინია რობერტსი პრინც ენდრიუსთან ერთად

ქალი, რომელიც მაშინ არასრულწლოვანი იყო, ამტკიცებს, რომ პრინცმა ენდრიუმ ძალის გამოყენებით სამჯერ დაამყარა მასთან ინტიმური კავშირი. ამის შესახებ გოგონამ მემუარები "მილიარდერთა ფლეიბოის კლუბი" გამოაქვეყნა და პრინც ენდრიუზეც სწორედ იქ ისაუბრა.

14-1718266743.jpg
პრინცი ენდრიუ ეპშტეინთან ერთად

"ამ უცნაური მამაკაცების სექსუალური სურვილების დაკმაყოფილება ადვილი არ იყო და პრინცი ერთ-ერთი მათგანი გახლდათ. ჩემთვის ეს ნამდვილი კოშმარი იყო." - დაწერა გოგონამ საკუთარ წიგნში.

კიდევ ერთმა გოგონამ იოჰანა სიობერგმა დაკითხვისას დეტალურად ისაუბრა, როგორ გაემგზავრნენ ნიუ-იორკში ეპშტეინთან ერთად ის და ვირჯინია და იქ პრინც ენდრიუს შეხვდნენ. პრინცმა ენდრიუმ იქ სიობერგთან ინტიმური ურთიეერთობა სცადა. ეპშტეინის სასახლის უფროსმაც გაიხსენა, რომ პრინცი ენდრიუ ეპშტეინის ფლორიდის ერთ-ერთ ვილაში დროს ხშირად ატარებდა და ყოველდღიურად მასაჟის მომსახურებას იღებდა...

12-1718266813.1.jpg
იოჰანა სიობერგი

ამავდროულად ვირჯინია ჯუფრემ თქვა, რომ რუსლანა კორშუნოვას არასოდეს შეხვედრია. თუმცა, ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ გოგონა ეპშტეინის ვილაში გილეინ მაქსველმა წაიყვანა. საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დასავლელი ჟურნალისტები ეჭვობენ, რომ „ეპშტეინის სიების" გამოქვეყნება ბომბის აფეთქებას გამოიწვევს. მთავარი სამიზნე ახლა პრინცი ენდრიუა...

თავად ეპშტეინმა ციხეში 2019 წელს თავი მოიკლა და შავ-ბნელი საქმეების შესახებ ინფორმაციაც თან წაიღო. სტივენ ჰოკინგი უკვე გარდაცვლილია, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები კი ბრალდებებს უარყოფენ...