ლევან ყოჩიაშვილი მეუღლეს დაშორდა - "არ მჯეროდა, მსახიობები რომ იძახდნენ, რასაც ვთამაშობ, ის მემართებაო. წელიწადია, რაც ერთმანეთს დავშორდით... ძალიან დიდი განცდა და ტრავმაა" - მშობლები

ლევან ყოჩიაშვილი მეუღლეს დაშორდა - "არ მჯეროდა, მსახიობები რომ იძახდნენ, რასაც ვთამაშობ, ის მემართებაო. წელიწადია, რაც ერთმანეთს დავშორდით... ძალიან დიდი განცდა და ტრავმაა"

2024-06-13 13:30:03+04:00

მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი 19 ივნისს გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები" იქნება სტუმრად, სადაც პირად ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრებს. იქამდე კი, მაყურებელს საშუალება აქვს, ანონსი იხილოს, სადაც მსახიობი ამბობს, რომ მეუღლეს დაშორდა:

"არ მჯეროდა ხოლმე, მსახიობები რომ იძახდნენ, რასაც ვთამაშობ, ის მემართებაო. წელიწადია, რაც ერთმანეთს დავშორდით. ძალიან დიდი განცდა და ტრავმაა." - ამბობს ლევან ყოჩიაშვილი.

მსახიობი ასევე საუბრობს იმაზეც, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულების ჩვევას ებრძვის:

"ადამიანები დილით თავიანთ საქმეებზე რომ მიდიან, მე მაინც ჭიქასთან ვრჩები. ამიტომ, ვერიდები... საშინელი ჩვევაა." - ამბობს ის.

ლევან ყოჩიაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს ორი საერთო შვილი ჰყავთ. წყვილი ერთად 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა.

"სულ ვცდილობ, მეუღლეს ყოფა შევუმსუბუქო და მასზე ვიზრუნო. ოცი წელია, ერთად ვართ. როცა შვილები იზრდებიან, საზრუნავი იმატებს და მეტი ყურადღება ბავშვებზე გადადის, მაგრამ ვცდილობ, მეუღლესაც არ მოვაკლო ყურადღება და არ ვაწყენინო." - თქვა რამდენიმე წლის წინ მსახიობმა "თბილისელებისათვის" მიცემულ ინტერვიუში. რა გახდა დაშორების მიზეზი, მსახიობი, უფრო ვრცლად გადაცემაში ისაუბრებს.