როგორ მოქმედებს ბავშვზე მშობლების თამამი ქცევა, როცა წყვილი ერთმანეთისადმი ფიზიკურ ლტოლვას შვილის წინაშეც იჩენს - მშობლები

როგორ მოქმედებს ბავშვზე მშობლების თამამი ქცევა, როცა წყვილი ერთმანეთისადმი ფიზიკურ ლტოლვას შვილის წინაშეც იჩენს

2024-06-14 10:48:37+04:00

ყველა ოჯახს ცხოვრების თავისი წესი აქვს და ეს ასეც უნდა იყოს. შესაბამისად, ცოლ-ქმარს შორისაც სხვადასხვაგვარი ურთიერთობებია - მოსიყვარულე, ყურადღებიანი ან პირიქით, კონფლიქტური ან გულგრილი. მშობლების ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, ბუნებრივია, ბავშვებზე თავისებურ გავლენას ახდენს.

რა თქმა უნდა, მოსიყვარულე მშობლები ყველა ბავშვისთვის ბედნიერებაა, თუმცა ისეც ხდება, რომ წყვილი ერთმანეთისადმი ფიზიკურ ლტოლვას ბავშვის წინაშეც იჩენს. მოზრდილები ზოგჯერ საკმაოდ ღიად იქცევიან ბავშვების წინაშე, თამამად კოცნიან, ღიად საუბრობენ ცხოვრების ინტიმურ მხარეზე და ერთმანეთის მიმართ სექსუალურ ინტერესს გამოხატავენ, თითქოს ვერ ბავშვი ახლოს არ არის, უფრო სწორად, ფიქრობენ, რომ ჯერ პატარაა და ყურადღებას არ მიაქცევს უფროსებს. ზოგჯერ ბავშვი ეროტიკულ სცენებსაც შესწრებია.

როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი ბავშვზე? რა თქმა უნდა, ალერსიანი ქცევა და ლოყაზე კოცნა ერთია, მაგრამ სულ სხვა საქმეა, საერთო ოთახში დასვენებისას ერთმანეთის სექსუალურად კოცნა და ფერება. ასეთი სცენის ყურებამ შეიძლება ბავშვისთვის რთული შედეგები მოიტანოს.

ბავშვმა შეიძლება განიცადოს ტრავმა, რომელიც გავლენას მოახდენს ზრდასრულ ასაკში მის საპირისპირო სქესთან ურთიერთობაზე. მოზარდობის ასაკშიც კი, ასეთი ბავშვები ხშირად უფრო გამომწვევად იქცევიან, ვიდრე თანატოლები.

როგორ უნდა გამოხატოს განცდები მოსიყვარულე წყვილმა, როცა უკვე მშობლები არიან? როდესაც ბავშვი აკვირდება დედისა და მამის ურთიერთობას, მან სექსუალური ფორმები არ უნდა დაინახოს. ბავშვისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მშობლებს შორის კომუნიკაციის, სითბოს, თანხმობის დანახვა.

სინაზე და მზრუნველობაზე შეიძლება დაინახოს, როცა ერთმანეთს ეხმარებიან, პლედს დააფარებს, როცა რომელიმეს დივანზე დაეძინებათ და ასე შემდეგ.