მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უელსის პრინცესას ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, პრონცესამ დუმილი დაარღვია და თაყვანისმცემლებს ვრცელი მესიჯი მისწერა, რომელსაც თან ახალი ფოტო ახლავს.
ახალი ფოტო უელსის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა და ის 2024 წლით არის დათარიღებული. კადრს ქეით მიდლტონის ვრცელი შეტყობინება ახლავს.
„შეძრული ვარ ყველა კეთილი სიტყვით, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მივიღე. ამან ნამდვილად შეცვალა ჩემი სამყარო მე და უილიამისთვის და ორივეს დაგვეხმარა ამ რთული პერიოდის გადატანაში.
მკურნალობაში კარგი შედეგები მაქვს, მაგრამ მათ, ვინც კიბოს ებრძვის, იცის, რომ მკურნალობისას არის როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდები. ჩემი მკურნალობა გრძელდება და რამდენიმე თვეს გასტანს. იმ დღეებში, როცა თავს კარგად ვგრძნობ, დროს ბავშვების სასკოლო ცხოვრებას, ასევე ენერგიულ და პოზიტიურ საკითხებს ვუთმობ.მათ შორის, მცირე საოჯახო საქმეებსაც. მოუთმენლად ველოდები The Trooping Color-ს და იმედი მაქვს შევუერთდები ამ საჯარო ღონისძიებას - მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეცოდინება, რომ საფრთხე არ მემუქრება.
გაურკვევლობის დროს მოთმინებას ვსწავლობ. ვუსმენ ჩემს სხეულს და თავს უფლებას ვაძლევ დრო გამოჯანმრთელებისთვის დავხარჯო.
დიდი მადლობა ყველას გაგებისთვის და განსაკუთრებით მათ, ვინც მსგავს ისტორიებს მიზიარებს!” - ნათქვამია მიდლტონის ტექსტში.
თუ ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ 15 ივნისს, კეტრინი Trooping The Color-ზე გამოჩნდება, როდესაც მთელი სამეფო ოჯახი ბუკინგემის სასახლის აივანზე გამოვა, საიდანაც ტრადიციულად უყურებენ აღლუმის საჰაერო შოუს.