კუჭის ოპერაციის შედეგად მომხდარი გართულებებით თურქეთში ქუთაისელი ქალბატონი თამარ კინწურია გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, მან ქალაქ სამსუნის ერთ-ერთ კლინიკაში გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია. ოჯახი ამბობს, რომ მისი სიცოცხლე ექიმების დაუდევრობას შეეწირა. ამის შესახებ გაზეთი "რეზონანსი" წერს.
ამ უმძიმეს ამბავს გარდაცვლილი ქალის დედაც ეხმიანება სოციალურ ქსელში:
"ჩემი შვილია, ემიგრანტი, კეთილი, პატიოსანი, მწერალი, ენით აუწერელი სიკეთის მატარებელი. ქველმოქმედების დამფუძნებელი. ყოველთვე 100 ევროს წირავდა და ჰყავდა ბევრი მიმდევარიც. ისინიც წირავდნენ, მაგრამ სახელი და გვარები არ ჟღერდებოდა. აი, ასეთი კაცთმოყვარე, უკეთილშობილესი შვილი მომიკლეს თურქეთში, სამსუნის კლინიკაში. დამიღუპეს კარგი შვილი, კარგი დედა, კარგი ბებია და უძვირფასესი ადამიანი. ალბათ კომენტარებსაც კითხულობთ... ხალხო, არ შეცდეთ არ წახვიდეთ, ამ სამსუნის კლინიკაში სასაკლაოა გახსნილი. მე-5 მსხვერპლი ჩემი შვილია, რაც ჩვენ ვიცით. ფრთხილად ადამიანებო. სწორი კვებით დაიკელით წონაში... ასე დაგვღუპა ჩემმა შვილმა. მას შეეძლო სწორი კვებით დაეკლო, მაგრამ...", - წერს დედა.