ჯემი ტკბილი დესერტია, რომელიც ბევრ ოჯახშია პოპულარული. ის შეიძლება გახდეს არა მხოლოდ გემრიელი დანამატი ჩაისთან, არამედ ჯანსაღი საუზმეც, მთავარია, პროდუქტი სწორად შეარჩიოთ.
ოჯახში დამზადებულ ჯემს არ აქვს კონსერვანტები და სხვა მავნე დანამატები, მაგრამ ის მაინც შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, რის გამოც, რთულია მივაკუთვნოთ „ჯანსაღი პროდუქტების“ სიას. არსებობს ისეთი ჯემებიც, რომლებიც არ შეიცავს შაქარს, დამზადებულია მხოლოდ ნატურალური ხილისგან და სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვისაც.
ზოგადად, ხარისხიანი ჯემის არჩევანი რამდენიმე ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული:
შემადგენლობა: მაღალი ხარისხის ჯემი უნდა შეიცავდეს ინგრედიენტების მინიმალურ რაოდენობას (ხილს ან კენკრას, ბუნებრივ დამატკბობელს (შაქრის ნაცვლად) და, ზოგჯერ ლიმონის წვენს. თუ პროდუქტის ეტიკეტზე ხედავთ ხელოვნურ კონსერვანტებს, არომატებს და ფერებს ჯემის შემადგენლობაში, მოერიდეთ მის შეძენას.
ხილის პროცენტი. ყურადღება მიაქციეთ ხილის შემცველობას ჯემში. კარგი ბრენდების ჯემი შეიცავს მინიმუმ 50-70% ხილს. მაგალითად, ბრენდი St. Dalfour გთავაზობთ ჯემს ხილის მაღალი შემცველობით, შაქრის გარეშე. ეს ჯემები ხელით მზადდება, ოჯახურ რეცეპტს ტრადიციულ ფრანგულ ტექნიკასთან და უმაღლესი ხარისხის ბუნებრივ ინგრედიენტებთან აერთიანებს. St. Dalfour-ის რეცეპტებში, რომლებიც სამი თაობის განმავლობაში შენარჩუნდა, შაქრის ნაცვლად გამოიყენება მხოლოდ ხილი და ყურძნის მარცვალი, როგორც ბუნებრივი დამატკბობელი. St. Dalfour-ის ასორტიმენტში პრემიუმ ხილის ჯემების 22 გემოა და ბავშვებისთვის პროდუქტი სრულიად უსაფრთხოა.
ვიზუალი და ტექსტურა: მაღალი ხარისხის ჯემს უნდა ჰქონდეს გამოყენებული ხილის ან კენკრის დამახასიათებელი ბუნებრივი ფერი. ტექსტურა უნდა იყოს ერთგვაროვანი, შაქრის ან კორძების გარეშე.
ქილა: შეამოწმეთ შეფუთვა გაჟონვაზე. კარგი ჯემი ჩვეულებრივ იყიდება მინის ქილებში, რაც საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ მისი ფერი და კონსისტენცია.
შენახვის ვადა და შენახვის პირობები: ყურადღება მიაქციეთ ვარგისიანობის თარიღს და შენახვის პირობებს.
წარმოების ტექნოლოგია: უმჯობესია აირჩიოთ ტრადიციული მეთოდებით მომზადებული ჯემი, რომელიც ინარჩუნებს ვიტამინებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმალურ რაოდენობას.
ბავშვის კვების რაციონში ჯემის შეტანა ფრთხილ მიდგომას მოითხოვს, ვინაიდან ეს პროდუქტი შეიცავს შაქარს და შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში ალერგიული რეაქციები. ამიტომ, უმჯობესია მისცეთ ჯემი, რომლის შემადგენლობაშიც არ არის შაქარი.
პედიატრების უმეტესობა ბავშვის რაციონში ჯემის დამატებას 1 წლის ასაკიდან გვირჩევს. ამ ასაკში ბავშვები უკვე იცნობენ სხვადასხვა სახის საკვებს და მათი საჭმლის მომნელებელი სისტემა მზადაა შედარებით რთული საკვების გადასამუშავებლად.
დაიწყეთ მცირე პორციებით, რათა დააკვირდეთ თქვენი ბავშვის რეაქციას ახალ პროდუქტზე. ფაფას ან იოგურტში დამატებული ნახევარი ჩაის კოვზი ჯემი პირველ მიცემაზე საკმარისი იქნება.
St. Dalfour-ის ჯემები შაქრის ნაცვლად ხილის წვენს შეიცავს და შესანიშნავი არჩევანია პატარებისთვის. ეს ჯემი არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს და საღებავებს, რაც მას უსაფრთხოს ხდის ბავშვთა ორგანიზმისთვის. St. Dalfour თავისი ბუნებრივი შემადგენლობისა და მაღალი ხარისხის დამსახურებით, მიიჩნევა იდეალურ პროდუქტად მთელი ოჯახისთვის. ეს შეიძლება იყოს საუზმის, დესერტისა და სხვა კერძების შესანიშნავი დამატება, რომელიც კერძს შემატებს ხილის გემოს და სარგებელს, შაქრის გამოყენების გარეშე.
გაითვალისწინეთ ალერგია და ინდივიდუალური რეაქციები. ყურადღებით დააკვირდით ბავშვის რეაქციას ჯემზე. თუ ალერგიის ნიშნები გამოჩნდება, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი ან საჭმლის მომნელებელი პრობლემები, დაუყოვნებლივ ამოიღეთ ჯემი მისი რაციონიდან და მიმართეთ პედიატრს.
ხარისხიანი ჯემის არჩევა და ბავშვის რაციონში ჩართვა არის ამოცანა, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და დაკვირვებას. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის შემადგენლობას, ნაყოფის პროცენტულობას, ვიზუალს და შენახვის ვადებს. ჩართეთ ბავშვის რაციონში ჯემი ერთი წლის ასაკიდან, მცირე პორციებით დაწყებული და თანდათან გაზარდეთ რაოდენობა. ეს მიდგომა დაგეხმარებათ შექმნათ გემრიელი და ჯანსაღი დესერტი ბავშვის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
თეა ინასარიძე