ისტორიულ მატჩამდე ცოტა დრო რჩება და ეროვნული ნაკრების ფეისბუქგვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას და გურამ კაშიას ემოციური ინტერვიუები ქვეყნდება. რას ფიქრობენ მატჩამდე, რა განცდაა ასეთ დიდ ჩემპიონატზე გასვლა და რა მოლოდინები აქვთ:
“ერთი ოჯახი ვართ... დიდი მოტივაციაა, როცა შენი ქვეყნის ჰიმნი აჟღერდება ასეთ დიდ ჩემპიონატზე. დიდი გზა გავირეთ ამისთვის...", - ამბობს ხვიჩა.
"მარტო კაპიტანმა არ უნდა ილაპარაკოს გასახდელში, მახსოვს, როგორ გაგვამხნევა კვარამ საბერძნეთთან მატჩამდე”, - აღნიშნავს გურამ კაშია და დასძენს, თუ რამდენად საამაყოა მისთვის ასეთ დიდ ასპარეზობაზე საქართველოს სახელით გამოსვლა.