მეორე დღეა, თბილისში ილიაუნისა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორს, განათლების ექსპერტგიორგი გახელაძეს ეძებენ. მისი მეუღლე ირმა მალაციძე საზოგადოებას მიმართავს:
"SOS!!!!
არ მჯერა, რომ ამას ვწერ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს!
გიორგი გუშინ დილით გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. ტელეფონი გათიშულია. ვერ ვპოულობთ ვერსად, არ უნახავს არავის.
პოლიციაში განვაცხადეთ და ეძებენ.
გთხოვთ, თუ ვინმეს გუშინ გქონდათ მასთან კომუნიკაცია, ან სატელეფონო, ან ნახეთ, მომწერეთ.
უცნობებისთვის ვწერ - გიორგი გახელაძე, სიმაღლე 180 სმ. ეცვა ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი. თან ჰქონდა ზურგჩანთა.
თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დამირეკეთ: 599311090".
დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი ეძებდა პროფესორს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
"მეგობრებო, ისევ უშედეგოდ დაღამდა. დილიდან ისევ ვიწყებთ ვაკის პარკის მიმდებარედ ტყეში ძებნას. ვისაც შეგიძლიათ, შემოგვიერთდით. დილის 9 ზე ან 10 სთ. როცა მოახერხებთ. ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისათვის!" - დაწერა დღის ბოლოს გიორგი გახელაძის მეუღლემ.