სური კრუზის მშობლები - ტომ კრუზი და ქეით ჰოლმსი 2012 წელს განქორწინდნენ. მას შემდეგ გოგონაზე მეურვეობა სრულად ქეით ჰოლმსმა აიღო და ბავშვმა მამასთან კონტაქტი გაწყვიტა. როგორც ცნობილია, ტომ კრუზმა შვილთან ურთიერთობაზე უარი იმიტომ თქვა, რომ მან და მისმა ყოფილმა მეუღლემ მისი საიენტოლოგიით გატაცება არ გაიზიარეს. განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო, სური კრუზი უკვე მრავალი წელია, მამას არ ხვდება და დედასთან იზრდება.
როგორც ცნობილია, არც სურის სურდა მამასთან ურთიერთობა, ამიტომაც როდესაც სრულწლოვან ასაკს მიაღწია, მამის გვარზე უარი თქვა და ახლა ის სური ნოელია. ნოელი ქეით ჰოლმსის სახელის შუა ნაწილია ( ქეით ნოელი ჰოლმსი).
გოგონას დედასთან განსაკუთრებული კავშირი აქვს. თავისუფალ დროს ერთად ატარებენ და საუკეთესო მეგობრები არიან. ახლახან კი სურიმ ნიუ-იორკში ლა გუარდიას სკოლა დაამთავრა და ეს დღე თანაკლასელებთან ერთად აღნიშნა.
გამოსაშვები საღამოსთვის სურიმ კრემისფერსა და შინდისფერში გადაწყვეტილი ულამაზესი კაბა მოირგო, ოქროსფერი სანდალი ჩაიცვა და აქსესუარად პატარა კლატჩი გამოიყენა. გოგონამ მსუბუქი მაკიაჟი აირჩია.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ულოცავენ სურის თანაკლასელები ამ დღეს ერთმანეთს და დროს შესანიშნავად ატარებენ.
როგორც ცნობილია, სური სწავლას კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში გააგრძელებს. ინფორმაცია, თუ რა პროფესიის არჩევას აპირებს გოგონა, ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა ცნობილია, რომ ის მოდითა და ხელოვნებით განსაკუთრებითაა დაინტერესებული, თამაშობს თეატრში და კინოინდუსტრიაში საკმაოდ თავდაჯერებულ ნაბიჯებს დგამს. სური დედის მონაწილეობით ფილმებისათვის საუნდტრეკებს წერს.